ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე უარი თქვა. თანამდებობაზე დანიშვნიდან თითქმის ერთ თვეში ხუსკივაძემ რუსთავის მერს წასვლის შესახებ წერილობით მიმართა.

ინფორმაციას თეატრის დირექტორი ზვიად დოლიძეც ადასტურებს.

"დიახ, ასეა. განცხადებაც დაწერა და ჩემი ინფორმაციით, მერმაც დაუკმაყოფილა წასვლის შესახებ მოთხოვნა. რა გახდა წასვლის მიზეზი, ჩემთვის უცნობია"- აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ 6-კაციანმა კომისიამ ნანუკა ხუსკივაძე 6 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით შეარჩია და 5 აპრილს ქალაქის მერს მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა. აპრილის შუა რიცხვებში დავით ჯიქიამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ხუსკივაძის დანიშვნას ხელი ოფიციალურად მოაწერა.

თავად ნანუკა ხუსკივაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

"ინტერპრესნიუსი"