"არ ველოდი, თბილისში თუ ასეთ რამეს ვნახავდი" - რუსი ფოტოგრაფი ვაგზლის მოედანზე (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"არ ველოდი, თბილისში თუ ასეთ რამეს ვნახავდი" - რუსი ფოტოგრაფი ვაგზლის მოედანზე (ფოტოგალერეა)

რუსი ფოტოგრაფი ილია ვარლამოვი ვაგზლის მოედნის ფოტობლოგს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს ყველაზე შემზარავი ადგილია თბილისში და ქალაქის სირცხვილია.

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ირგვლივ ყველგან ნაგავია და ისეთი სიბინძურეა, როგორც ბომბეიში.

"ტერიტორიაზე უამრავი მოვაჭრე და მათხოვარია. შენობები გაურემონტებელია და ნგრევის პირასაა. ნამდვილი ჯოჯოხეთი კი გადასასვლელი ხიდია. ყველაზე საშინელება ის არის, რომ არ დგას ტუალეტები და ადამიანები ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ ტროტუარზე იკმაყოფილებენ. არ ველოდი, თბილისში თუ ასეთ რამეს ვნახავდი. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, როცა მითხრეს, რომ ტერიტორია ორი კვირის წინ მოაწესრიგეს. ანუ რასაც ფოტოებზე ხედავთ, უკვე მოწესრიგებულია", - წერს რუსი ფოტოგრაფი. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა