გაგუას კლინიკაში დაღუპული ახალნამშობიარები ქალის ოჯახი მთავარ ექიმს უჩივის - კვირის პალიტრა

გაგუას კლინიკაში დაღუპული ახალნამშობიარები ქალის ოჯახი მთავარ ექიმს უჩივის

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი გოგონა - 29 წლის ნინო მათიაშვილი იყო. ის 30 აპრილს სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს კლინიკაში და 1-ელ მაისს სისხლდენით გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაღუპულის ოჯახის წევრები გოგონას გარდაცვალებაში კლინიკის მთავარ ექიმს დავით გაგუას ადანაშაულებენ. მათი თქმით, როცა მდგომარეობა გართულდა ექიმებმა დროულად არ მიიღეს გადაწყვეტილება, არ გააკეთეს საკეისრო კვეთა და მშობიარე დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილის დედამ ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბარში აღნიშნა, ის თვლის რომ შეცდომა დავით გაგუამ დაუშვა: "მგონია, რომ ეს იყო პირადად ამ დავითის შეცდომა. დროულად უნდა მოეხდინათ რეაგირება. როცა დაინახა, რომ სისხლდენა არის, იქვე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ამოეკვეთათ საშვილოსნო" - ამბობს ტელეკომპანიასთან საუბრისას ნინო მათიაშვილის დედა.

გაგუას კლინიკაში აცხადებენ, რომ ოჯახს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს მედიკოსებთან პრეტენზიები არ ჰქონიათ: "პაციენტების ოჯახის წევრების მხრიდან, გამოთქმული არ იყო პრეტენზიები. მათ კლინიკა დატოვეს მშვიდად. შესაბამისი უწყებები ჩაერთნენ ამ საქმის გამოძიებაში და ჩვენ ველოდებით მის შედეგებს" - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გვანცა წყალობაშვილმა.

გაგრძელება