"სიყვარულით გავთხოვდი" - რას ამბობს მარნეულში მოტაცებული 17 წლის გოგო - კვირის პალიტრა

"სიყვარულით გავთხოვდი" - რას ამბობს მარნეულში მოტაცებული 17 წლის გოგო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში, ცოლად შერთვის მიზნით გატაცებულმა არასრულწლოვანმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, მის პირად ცხოვრებაში არ ჩაერიოს.

მე-12 კლასელი ზარიფა მამედხანოვა 28 აპრილს, დილით სკოლაში მიდიოდა და სწორედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს ქორწინების მიზნით.

არასრულწლოვანი ამბობს, რომ ძალით არავის გაუტაცია, ის ერთ თვეში 18 წლის ხდება და ნებით გაყვა მეუღლეს, რომელთანაც სრულწლოვანობას მიღწევისთანავე კანონიერად დაქორწინდება.

"არავინ არ უნდა ჩააერიოს სხვის ოჯახში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულით გავთხოვდი. სწავლა უნდა გავაგრძელო, გათხოვება ჩემი არჩევანია, გადაწყვეტილება მე თავად მივიღე. მოსახლეობაში რა ინფორმაციაც გავრცელდა, ტყუილია, ხალხი მაწუხებს, პრობლემები გვექმნება, გვიბარებენ პოლიციაში. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი. ვიყავი პოლიციაში და ვუთხარი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი", - განაცხადა ზარიფა მამედხანოვამ მერნეულის ტელეკომპანიასთან საუბრისას. გაგრძელება