ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრები მივიდნენ - "თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?" - კვირის პალიტრა

ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრები მივიდნენ - "თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?"

ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრები მივიდნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, თბილისში ჩამოვიდნენ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად.

ლეონიდ მურაშკინი, ე.წ. ღამის მგლების წევრი:

"ჩვენ მოვედით აქ, რომ ქედი მოვიხაროთ ორი ერის გარდაცვლილი და ცოცხალი წინაპრების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ფაშისტები. ეს ჩვენი გამარჯვების დღეა. თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? თქვენ ასეთი ინტერვიუ თქვენი ვეტერანებისგან აიღეთ? მათთან მიხვედით და ჰკითხეთ, რა გადაიტანეს იმ წლებში? მე ეჭვი მეპარება, თქვენ თვალებში ვხედავ, რომ მატყუებთ. ვხედავ ცრემლებს მათ თვალებზე მათთდამი უყურადღებობის გამო. მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით, ისინი ვერ ხედავენ რომ თქვენ აფასებთ, რაც მათ გააკეთეს".

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლას და შეკითხვას, ეს რამდენად კანონდარღვევით მოხდა, მან აღნიშნა: "მე თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?".

"ინტერპრესნიუსი"