უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში - მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობა მოწყდა - კვირის პალიტრა

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში - მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობა მოწყდა

უბედური შემთხვევა მოხდა ტყიბულის შახტაში. ოთხი მეშახტე დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ განუცხადა, მომხდარის შედეგად ოთხივე მეშახტე დაიღუპა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად ეს არ დასტურდება.

ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

"ინტერპრესნიუსი"