რატომ განხორციელდა მეტროსადგურ "წერეთლიდან" მგზავრების ევაკუაცია? - კვირის პალიტრა

რატომ განხორციელდა მეტროსადგურ "წერეთლიდან" მგზავრების ევაკუაცია?

მეტროსადგურ "წერეთლიდან" მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ძლიერი დაკვამლიანების გამო მეტროდან მგზავრების გამოყვანა მოხდა.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.