"მამაკაცი თეატრის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა, თუმცა სხვენიდან ჩამოვიდა, დაიმალა და ეძებენ" - კვირის პალიტრა

"მამაკაცი თეატრის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა, თუმცა სხვენიდან ჩამოვიდა, დაიმალა და ეძებენ"

რუსთაველის თეატრთან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცოტა ხნის წინ მამაკაცი თეატრის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა, ამჯერად კი სხვენიდან ჩამოვიდა, დაიმალა და მას ეძებენ.

ადგილზე ბატუტი აქვთ გაშლილი.

"მიმდინარეობდა მამაკაცთან მოლაპარაკებები, თუმცა სხვენიდან ის ცოტა ხნის წინ ქვემოთ ჩამოვიდა, დაიმალა და ვეძებთ", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"