მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე - ქართველი მსახიობი ფესტივალზე ქართულწარწერიანი მაისურით გამოჩნდა - კვირის პალიტრა

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე - ქართველი მსახიობი ფესტივალზე ქართულწარწერიანი მაისურით გამოჩნდა

ქართველი მსახიობის, მერაბ ნინიძის მონაწილეობით ფილმის "იუპიტერის მთვარე" კანის კინოფესტივალზე ჩვენება გუშინ გაიმართა. უნგრელი რეჟისორის კორნეი მუნდრუცოს ​ ფილმი "იუპიტერის მთვარე", რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული. კანის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს 18 ფილმი მოხვდა.

ეს არის ახალგაზრდა ემიგრანტის ისტორია, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, ლტოლვილთა ბანაკში ხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. მკაცრი მედიკოსი ლტოლვილის დახმარებას გადაწყვეტს.

ფილმის ჩვენებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მერაბ ნინიძე ქართულწარწერიანი მაისურით გამოჩნდა.

კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა გუშინ გაიარა, მათ შორის მერაბ ნინიძეც იყო.

კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალი 17 მაის გაიხსნა და 28 მაისს დასრულდება. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარია, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.