"აეროსმიტი" საქართველოშია - ჯგუფი დღეს "ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს - კვირის პალიტრა

"აეროსმიტი" საქართველოშია - ჯგუფი დღეს "ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს

მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჯგუფი "აეროსმიტი" უკვე საქართველოშია. ჯგუფი გუშინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა.

"აეროსმიტი" დღეს  "ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის "Aero-Vederci Baby!!" ფარგლებში წარდგება. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

"Aerosmith"-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

"Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, ის იქნება ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას", - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.