საქართველოს 26 წლის დამოუკიდებლობა - 26 მაისს გილოცავთ! - კვირის პალიტრა

საქართველოს 26 წლის დამოუკიდებლობა - 26 მაისს გილოცავთ!

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს აღნიშნავს.

დღევანდელი დღე ისტორიული თარიღია - 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რევაზ გაბაშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი მოღვაწე, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, წერდა:

"როდესაც პარლამენტში ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი და მერე აივნიდან ხალხს გამოუცხადა... მთელი თბილისი აღტაცებით ტაშს უკრავდა... იმ დღეს ვლასა მგელაძე გაიქცა მამადავითის ეკლესიაში, ზარები დარეკა და ილიასა და აკაკის საფლავებს ჩასძახა: "გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებლი გახდაო"!

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ შეძლო დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს.

გილოცავთ!

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია