"საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ" - ედიშერ ქარჩავა გააფრთხილეს - კვირის პალიტრა

"საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ" - ედიშერ ქარჩავა გააფრთხილეს

ბოლო დღეებში საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას სკნადალურმა განცხადებებმა ე.წ. ციანიდის საქმისა და მეუფე პეტრესთან დაკავშრებით, ჩვენში დიდი ხმაური გამოიწვია. შექმნილ ვითარებას სპეცალური განცახდებით გამოეხმაურა საპატრიარქოც.

იხილეთ: "ყველაფერი გათვლილი იყო პატრიარქის გარდაცვალებაზე" - რას პასუხობს მეუფე პეტრე საპტრიარქოს იურისტის ბრალდებებს?

"ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი", - ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ", - ეს კი ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

"ინტერპრესნიუსი"