"ბიჭი საჭიდაო დარბაზიდან შინ ველოსიპედით ბრუნდებოდა" - ავარიას 10 წლის მოზარდი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ბიჭი საჭიდაო დარბაზიდან შინ ველოსიპედით ბრუნდებოდა" - ავარიას 10 წლის მოზარდი ემსხვერპლა

3 ივნისს, გორში, ჭალის დასახლებაში 10 წლის მოზარდს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც qartli.ge წერს "მოზარდი საჭიდაო დარბაზიდან შინ ბრუნდებოდა". ბავშვი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, დედაქალაქიდნ კატასტროფის ბრიგადაც იყო გამოძახებული, თუმცა ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ფოტო აღებულია ვებპორტალიდან qartli.ge