"ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის" - ნაყოფია უარყოფს, მაშ, ვინ შეცვლის ნიკა გვარამიას?! - კვირის პალიტრა

"ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის" - ნაყოფია უარყოფს, მაშ, ვინ შეცვლის ნიკა გვარამიას?!

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა გვარამიამ დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობას ბიზნესმენი და პარლამენტარი კობა ნაყოფია დაიკავებდა, თუმცა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების შეთავაზება არ მიმიღია და რომც მივიღო, იქ წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ საინფორმაციო სააგენტოსთან.

"ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის", - განაცხადა ნაყოფიამ.