"ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე" - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე"

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუს" სტუმარია. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

ფოტოგალერეა

თავისუფლება ჩემთვის არის...

თავისუფლება ღმერთის საჩუქარია, რომელსაც ყველა ადამიანს დაბადებისას ღმერთი ჩუქნის, ამიტომ იდეაში, ყველა ადამიანი თავისუფალია, უბრალოდ უნდა გავუფრთხილდეთ და ზუსტად მივხვდეთ იმ ღირებულებას, რასაც თავისუფლება ჰქვია.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

ადამიანის თავხედობამ და იმ მდგომარეობამ, სადაც შეიძლება იყოს ცილისწამება, სისასტიკე, დაუნდობლობა, ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც მიუღებელია. გაბრაზება ისეთია, შეიძლება უცებ გაბრაზდე და დაგავიწყდეს, გაბრაზება მომენტალურია, მაგრამ არის უფრო ღრმა რაღაცეები, რაზეც შეიძლება ამ სიბრაზემ იმატოს.

როცა მაქებენ...

პირველი განცდაა, უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და არ ვიცი, როგორ რეაქცია მქონდეს, მეორე წამი ალბათ არის კითხვა, ვიმსახურებ? და მერე ალბათ მოგწონს, ადამიანი ხარ და გიხარია, კარგს გეუბნებიან და პოზიტივი ყოველთვის კარგია.

სტიმულს მაძლევს...

ადამიანები, რომლებიც ყველანაირი პრობლემის მიუხედავად არიან ხალისიანები. ფიზიკური ნაკლის, მორალური თუ გაჭირვების და ა.შ. მათ აქვთ შინაგანი ძალა, რომელსაც ასხივებენ და ძალიან გადამდებია.

ვნანობ...

ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე. ადრე არ მქონია განცდა, რომ რაღაცას ვნანობ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ბევრი შვილი კარგი იქნებოდა რომ მყოლოდა.

მე და პოლიტიკა...

მე და პოლიტიკა ვმეგობრობთ, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. მგონია, რომ დავმეგობრდით, სხვა გზა არ არის.

ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...

ძალიან დასაზარია, არ მინდა, მომწონს იქ, სადაც ვარ და რაც კიდევ მელოდება სიხარულით შევხვდები ყველაფერს იმიტომ, რომ ალბათ ღმერთი ყველას იმას აძლევს რაც მისი განსაცდელია.

იხილეთ ფოტოგალერეა: პრეზიდენტის ოჯახის სოფლური ცხოვრების იდილია

იხილეთ ბლიცინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: "სოფელში ვცხოვრობ და შინ ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია..."