პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება - კვირის პალიტრა

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

"ჩვენ დავუკავშირდით დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს და შეხვედრა პატრიარქთან შედგება 21 ივნისს 13 :00 საათზე. უნდა ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ასეთი კადნიერი და ულტიმატუმების ენით საუბარი, ძალიან არაკორექტულია. მადლობა მინდა ვუთხრა მის უწმინდესობას, რომ მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა შეხვდეს ამ ოჯახის წევრებს. ეს შეთანხმება მივიღეთ დღეს საპატრიარქოში. მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა ასე", - განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, პატრიარქს მხოლოდ მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

"გვინდა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქმის კურსში იყოს. იცოდეს, რა ხდება გარეთ. ვფიქრობ, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. დეკანოზის ოჯახის წევრებს პატრიარქთან არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს, არც შეწყალებას ვთხოვთ".

"ინტერპრესნიუსი"