"თვითმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას" - კვირის პალიტრა

"თვითმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას"

სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა. მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა. ავიაკომპანია "ატლას გლობალის" ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა.

ამ რეისზე მგზავრობდა ჟურნალისტი ნინო დარასელი, რომელმაც "ფეისბუკში" მომხდარის დეტალებზე პოსტი გამოაქვეყნა.

"რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია. ჰოდა რას ვამბობდი და.... არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა. გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვითმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა ატლასგლობალის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემ მოსაგონარს. თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც, შენ რა გენაღვლება გაგიხსენებდნენ მაინც, მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით თურმე ეხლა მაინც ხო გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებს-თქო.

მოკლედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა ვამბობდი ამაზე უარესი რაღა დაგვემართება-თქო. აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა.

მფრინავმა 10 დან 9 ქულა ვარდებოდითო. რას ვიფიქრებდი ქულებით თუ დავითვლიდი გადარჩენას. ასე გავხდი სტატისტიკის ნაწილი და ეხლა შემიძლია ისტორიისაც გავხდე. მეფე არჩევითი თუა დავაყენებდი კანდიდატურას. დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ნინო მეხამრიდი...", - დაწერა ნინო დარასელმა.

წყარო