ჯავახიშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ჯავახიშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

ჯავახიშვილის ქუჩის #9-ში, მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა. შუა ხნის მამაკაცი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანა. ის უგონო მდგომარეობაში იყო.

ცენტრში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.