"გუშინ გახლდით საჩხერეში... ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ... ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე" - კვირის პალიტრა

"გუშინ გახლდით საჩხერეში... ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ... ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე"

"ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს და "ვენოკებით" დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ", - ამის შესახებ არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი "ფეისბუკში" წერს.

არქიმანდრიტი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს გუშინ შეხვდა და ის ჯანმრთელადაა.

"იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და "ვენოკებით" დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ", - წერა არქიმანდრიტი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საზღვარგარეთ მკურნალობს. ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი"