მაშველები მტკვარში მამაკაცს ეძებენ - კვირის პალიტრა

მაშველები მტკვარში მამაკაცს ეძებენ

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათთან ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა. შესაბამისად, მაშველები სამძებრო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთვნენ.

სამძებრო სამუშაოებს როგორც მყვინთავები, ასევე სახმელეთო სამაშველო ჯგუფები ახორციელებენ.

უცნობია, მამაკაცი მტკვარში გადახტა თუ გადავარდა.

"ინტერპრესნიუსი"