პატრიარქის კურთხევით დეკანოზ მამალაძის საზიარებლად ციხეში არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული შევა - კვირის პალიტრა

პატრიარქის კურთხევით დეკანოზ მამალაძის საზიარებლად ციხეში არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული შევა

სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში შესაძლოა, მომავალი კვირის სამშაბათს, 27 ივნისს შევიდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა განუცხადა, პატრიარქის კურთხევით, ამ მიზნით დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად შევა.

არქიმანდრიტისთვის ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად, რომელ საათზე იქნება შესაძლებელი საპატიმროში შესვლა.

"სავარაუდოდ ორშაბათს მომზადდება საბუთები ციხეში შესასვლელად და სამშაბათს შევალთ მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილი მამა გიორგის სანახავად", - განაცხადა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.

მისივე განმარტებით, ბრალდებული დეკანოზის მონახულების დავალება მას და მამა კახაბერს პატრიარქმა მისცა.