როგორი იქნება ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" - კვირის პალიტრა

როგორი იქნება ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი"

მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, მიმდინარეობს დენის კაბელების შეერთება, წვრილ-წვრილი მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სატესტო რეჟიმისთვის მომზადება, - ამის შესახებ მეტროსადგურ უნივერსიტეტის ინჟინერმა, რამაზ დალაქიშვილმა განუცხადა.

"დაგვრჩა გასუფთავება, ჩართვა და ტესტირების დაწყება. შუქნიშნებისა და სხვა უამრავი დანადგარის შემოწმება უკვე დაიწყო. პროცედურებისთვის გარკვეული დროა საჭირო," - განმარტა რამაზ დალაქიშვილმა.

მეტროსადგურ უნივერსიტეტის ექსპლუატაციაში შესვლა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდება. "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობას "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით 83,000,670 ლარია.

AllNews.ge