"კარი ღია იყო, ვაჭამე და შემოვედი" - რას ამბობს გლდანში კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის მამა? - კვირის პალიტრა

"კარი ღია იყო, ვაჭამე და შემოვედი" - რას ამბობს გლდანში კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის მამა?

28 ივნისს გლდანში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ბრიგადას 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვმა სავარაუდოდ, თვითნებურად გააღო აივნის კარი და გადმოვარდა.

კურიერი ბავშვის მამასაც ესაუბრა: "კარი ღია იყო, ვაჭამე და შემოვედი, ქვაბს დავდებ-მეთქი, ხმა გავიგე... გადახტა".

მეზობლის ინფორმაციით კი ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა: "როგორც ამბობენ, მამა საჭმელს უმზადებდაო და ბავშვი წამებში გაიპარა, მე როგორც ვიცი, ფანჯარა ჰქონია გამოღებული".

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლკობით სიცოცხლის მოსპობას.

იხილეთ ასევე: კორპუსიდან გადმოვარდნას 6 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა - მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა