ქუთაისში ,,ბიბლუსის" მესამე მაღაზია გაიხსნა
12-09-2011
"ეს წიგნი მიყიდე, რა, დე... ესეც, ესეც, გეხვეწები!"

ქუთაისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე ,,ბიბლუსის" რიგით მესამე მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის წინ გაჭიმული ცისფერი ლენტის გაჭრისთანავე ასობით მოქალაქე მიაწყდა მის კარს.

"რას გავახარებ ბავშვებს! - ამბობდა სადად ჩაცმული შუახნის მამაკაცი, რომელიც ხარაგაულელი შაქრო თაბუკაშვილი აღმოჩნდა, - სულ მეხვეწებოდნენ იმ ლამაზი წიგნების ყიდვას, ჟურნალ-გაზეთების სარეკლამო გვერდებზე რომ ნახულობენ. "კვირის პალიტრა" და ჟურნალი "გზა" ჩემი ოჯახის "საპატიო წევრები" არიან. მართალია, დაგვიანებით აღწევენ ჩვენამდე სოფელში, მაგრამ მაინც ყველა ნომერს ვკითხულობთ. "ბიბლუსის" მაღაზიები რომ იყო ქუთაისში, ვიცოდი, მაგრამ ვერ ვაგნებდი, არც მეცალა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გასასვლელად. აქ კი, რამდენჯერაც ჩამოვალ ჩემს საქმეზე, როგორც კი ავტობუსიდან ფეხს ჩამოვდგამ, უპირველესად აქ შემოვივლი. გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის".

ქალაქისა და რეგიონის პირველი პირებიც გახარებული იყვნენ. ცისფერი ლენტის გაჭრის პატივი წილად იმერეთის გუბერნატორს, ლაშა მაქაცარიას ხვდა: - იმედია,  კიდევ გაფართოვდება ქუთაისში "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი და არა მარტო ქალაქში, რაიონებშიც, რადგან წიგნზე დიდი მოთხოვნაა. მინდა ქუთაისელებს მივულოცო ეს მოვლენა და მერე "ბიბლუსსა" და "კვირის პალიტრის" მედიასახლს ვუსურვო ახალი მწვერვალების დაპყრობა ამ ეროვნულ საქმეში. ქუთაისში იციან წიგნის ფასი და იმედია, ბევრი ქუთაისელი აღმოაჩენს ლიტერატურის საოცარ ხიბლს ამ ახალ მაღაზიაში.

ბუნებრივია, დიდი ყურადღება მაინც ბატონი რეზო ჭეიშვილისა და მისი ახალი წიგნისკენ იყო მიმართული, რომელიც "პალიტრა L"-ის საგამომცემლო სახლმა გამოსცა და "ახალი კურუ" ჰქვია.
ელგუჯა თავბერიძე, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრის დირექტორი: "ახალ კურუს" შეიძლება თანამედროვე "სიბრძნე-სიცრუისა" ეწოდოს. თავად ავტორმა თქვა, რომ ამ წიგნის დაწერა  სულხან-საბას "სიბრძნე-სიცრუისამ" და ივანე ბატონიშვილის "კალმასობამ" შთააგონა. მართლაც, წიგნში არის ბევრი იუმორი. ამ მხრივ კი ის ნაწილი გამოირჩევა, სადაც ქუთაისური ამბებია მოთხრობილი და ნახსენები არიან ის ადამიანები, რომლებიც იუმორის უზადო ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულები".

ბუნებრივია, ახალი წიგნის შესახებ თავად ავტორსაც გავესაუბრეთ.
- ამ წიგნზე მე რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რაც წერისას ჩავდე შიგ და ახლა რიგი თქვენზეა, თქვენ უნდა მელაპარაკოთ მასზე, როცა წაიკითხავთ! - იღიმება და ეტყობა, რომ ბედნიერია ახალი წიგნის დაბადებით.

- ქუთაისში სულ იყო წიგნის მაღაზიები და ძალიან განვიცდიდი, რომ რამდენიმე წლის წინ ვიღაცამ ისინი ქალაქისთვის ზედმეტად ჩათვალა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შეცდომა დღეს სწორდება. მარტო "ბიბლუსმა" გახსნა უკვე ქალაქში მესამე მაღაზია. ეს ქუჩა ხალხმრავალია და შენობაც იმდენად ლამაზი, უკვე გარეგნული იერით იპყრობს ყურადღებას, ვერავინ უძლებს შიგნით შესვლის ცდუნებას. აქ კი საოცარი სამყარო ხვდებათ და ხელცარიელი წასვლა ეძნელებათ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაციაც ამ მაღაზიის გახსნას დაემთხვა!

თენგიზ ხელაია, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის დირექტორი: "ბევრი მკითხველი ჰყავს ქუთაისს, რაც ძალიან გვახარებს და არ შეიძლებოდა მათი მოთხოვნისთვის ანგარიში არ გაგვეწია. ის ორი მაღაზია ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. აქ კი სულ სხვა მომხმარებელია, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიდი-მოდის, მხოლოდ ქუთაისელები კი არა, რეგიონებიდანაც ჩამოსულებიც".
თეიმურაზ ლანჩავა, ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე: "მისასალმებელია, რომ ქუთაისში  კიდევ
ერთი წიგნის მაღაზია გაიხსნა. ამ მაღაზიას არ ექნება მკითხველის ნაკლებობა. მით უფრო, რომ  კარგი, ხარისხიანი წიგნებია გამოფენილი როგორც შინაარსობრივად, ასევე პოლიგრაფიულადაც. არც მხატვრული ლიტერატურის ნაკლებობაა და არც სამეცნიეროსი".
"ბიბლუსის" ახალ მაღაზიაში ქალაქისთვის ცნობილი უამრავი პირი ტრიალებდა, მაგრამ ყველა დაჩრდილა პატარა ბიჭის აღტაცებულმა შეძახილებმა, როცა საბავშვო წიგნების თაროებს ათვალიერებდა:

- ეს წიგნი მიყიდე, რა, დე... ესეც, ესეც, გეხვეწები!
ეს ბიჭი 9 წლის ლუკა ასათიანი აღმოჩნდა, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე: "ძალიან მომწონს ეს წიგნები. ადრე წიგნის კითხვას კომპიუტერთან თამაში მერჩივნა, მაგრამ ისეთი ლამაზი ნახატები აქვს ამ წიგნებს, რომ ვათვალიერებდი, წაკითხვაც მომინდა".

ნონა საღირაშვილი, "ბიბლუსის" წარმომადგენელი, მენეჯერი: "შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, გახსნისთანავე დადგა რიგი. ამ ერთგულებისთვის ყველას, ვინც კი ათი ლარის შენაძენს გააკეთებს, დაგროვებით ბარათებს გავუხსნით. ქულების დაგროვების შემდეგ კი რასაც აირჩევს, იმ საჩუქარს მიიღებს. ჩვენს მაღაზიებში არჩევანი ნამდვილად დიდია, "პალიტრა  L"-ის წიგნების გარდა, სხვა გამომცემლობების წიგნებიც იყიდება. გაიყიდება სასკოლო სახელმძღვანელოებიც გამომცემლობების ფასად, დანამატის გარეშე. სხვა რა გითხრათ, მოვა მკითხველი და თავად ნახავს, რა საოცარი სამყარო დახვდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"პასპორტი არ მაქვს და ექიმთანაც ვერ მივდივარო" - იტალიაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს


"რატომ უნდა იკარგებოდნენ ჩვენი ახალგაზრდები ასე უაზროდ, თამუნას თავის სამშობლოში უნდა ეცხოვრა, აქ შვილები გაეზარდა, ბედნიერი ყოფილიყო..."

"რას წარმოიდგენდა, რომ ნესტის ჭიების საწამლავისაგან სასიკვდილოდ მოიწამლებოდა..."
დაწვრილებით...
26 მარტს, დილის 11 საათზე, იტალიაში, ბარისთან მდებარე პატარა ქალაქ პუტინიანოში 80 წლის მოხუცმა ცხელ ხაზზე დარეკა და ექიმების დახმარება ითხოვა.
დაწვრილებით...
"ეს არის მულტიკლიმატიზატორი, რომელიც მეშვეობითაც, ფერმერები მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეიტყობენ. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია მიწის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა, რაც ფერმერებს ნიადაგის გაკონტროლებაში დაეხმარება."

"ჩემი სახლის აივანზე გვაქვს მოწყობილი პატარა სამუშაო ოთახი, სადაც მე და კარლო ერთობლივად ვმუშაობთ გამოგონებებზე"
დაწვრილებით...
"ამ მოვლენამ უფრო გააერთიანა ფერეიდნელი ქართველები"

"ქართული სკოლა იქ არ არის და არც მთავრობისგან არის რაიმე ხელშეწყობა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშობლიური ენა შევინარჩუნოთ და უკეთესად ვისწავლოთ. პერიოდულად ხსნიან საზაფხულო წრეებს, სადაც ვცდილობთ ქართულ ენის სწავლას."
დაწვრილებით...
"ეს არ უნდა გამეკეთებინა!"

"ეს საწყალი 14 დღე იწვა საავადმყოფოში და როგორც მაგის ახლობლები ლაპარაკობენ, სულ შვილს ნატრულობდა და ერთხელ არ მიუყვანეს..."
დაწვრილებით...
"ვერავინ ამოწმებდა ,კინოსტუდიის ქონების რა ნაწილი იყიდებოდა და სად მიდიოდა შემოსული თანხა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ აქციები ფიზიკური სახით არ არსებობდა"

"მე ვურჩევდი მთავრობას ,შემოიყვანოს უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც დახარჯავენ საქართველოში ფულს და დროებით, მაგრამ მაინც დაასაქმებენ კინოში მოღვაწე ქართველებს."

"საბჭოს ჩამოყალიბება ეკონომიკის სამინისტროს იდეა გახლდათ, რომელსაც მემკვიდრეობით მიღებული სისტემის ავტორიტეტული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ გადატანა სურდა."
დაწვრილებით...
"ათ წელზე მეტია, თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ"

მორიგი იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად ვარკეთილში ვიყავით. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა
დაწვრილებით...
ვწუხვარ, რომ "მაგთი" შანტაჟის გზას დაადგა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან "პალიტრა TV"-ისა და "მაგთისატის" დავაში
დაწვრილებით...
"ადრე შეიძლებოდა ბავშვებისთვის ამ კადრების ჩვენება, ახლა არ შეიძლება?!"

"თუ ვინმემ ბავშვი მოატყუა, უთხრა, "სამი მუშკეტერის" სანახავად მიმყ­ავხარო და იძულებით ამ ფილმს აყურებინა, დასასჯელია"
დაწვრილებით...
მერე რა, რომ ამ ფილმის გადაღება ბიძინა ივანიშვილმა დაგვიკვეთა?
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად ,სუფთა, გარემონტებული ბინა,
იყიდება 31 კვ.მ საერთო ფართის
1.5-ოთახიანი, კომფორტული და მყუდრო ბინა
ქირავდება დღიურად 1.5-ოთახიანი, კომფორტული და