დაიბადა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი
03-10-2011
ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, მადრიდში ერთი პატარა ქართველი დაიბადა. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილის - გიორგის ამქვეყნად მოვლინებას მყისვე მოჰყვა რეზონანსი ქართველ საზოგადოებაში. ზოგმა პატარას ჯანმრთელობა უსურვა, ზოგსაც დალოცვა დაავიწყდა და  თქვა, რაღა დროს უფლისწულობია და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო. ბაგრატიონებმა ეს ამბავი სიხარულით მიიღეს ორი მიზეზის გამო: ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს ბაგრატიონ-ბაგრატიონი და არა გრუზინსკი ან  მუხრანელი.

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. ითქვა, რომ ჯვრისწერას საქართველოს პატრიარქი ჩაატარებდა, მაგრამ უწმინდესი მოულოდნელად ავად გახდა. ამას მოჰყვა ჭორები, რომ ვიღაცას სურდა ამ ზეიმს პატრიარქი  ჩამოშორებოდა, რათა მისი მონაწილეობა ჯვრისწერაში ხალხს მეფის კურთხევადაც არ აღექვა. მაშინ ითქვა, რომ მოვლენების გართულების თავიდან ასაცილებლად, პატრიარქმა ბაგრატიონების ჯვრისწერაზე დასწრებისგან თავი შეიკავა. ის იმ დროისთვის გერმანიაში ბრძანდებოდა სამკურნალოდ. თუმცა, სამღვდელო პირები ამბობდნენ, რომ ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.

გიორგის მშობლები უკვე ერთი წელია ესპანეთში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, წყვილი სამშობლოს უსაფრთხოების მიზნით გაერიდა. თუ ბაგრატიონებს უსაფრთხოების გარანტია არ ექნებათ, შეიძლება პატარა გიორგი კარგა ხანს ვერ ეწვიოს საქართველოს და უცხოეთშივე გაიმართოს მისი ნათლობაც. თუნდაც საქართველოში რომ მონათლონ, ისეთივე ხმაურიანი არ იქნება, როგორიც თავის დროზე დავითისა და ანას ქორწილი იყო. დადის ხმა, რომ პატარა გიორგის ერთ-ერთი ნათლია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II იქნება. ანას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ბაბუის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში. როგორც ამბობენ, დედა ქალიშვილების უცხოეთში წაყვანას ვერ ახერხებს, რადგან ბავშვების მამა არ იძლევა თანხმობას.

"მოხარული ვართ გვარის გამრავლებით. ბაგრატიონთა მოდგმამ ბოლო ორასი წლის შემდეგ იმდენი ტრაგედია გადაიტანა, რომ ყოველი ბავშვის დაბადება სასიხარულოა. გასახსენებლად 1924 წელიც კმარა, ორ ათეულზე მეტი ბაგრატიონი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ერთ ღამეს დახოცეს ბოლშევიკებმა. არც ის უნდა აღიზიანებდეს ჩვენს საზოგადოებას, თუ პატარა გიორგის საგანგებოდ აღზრდაზე იქნება ლაპარაკი. ამით განახლდება ტრადიცია, რომლის მიხედვით საუკუნეების მანძილზე წვრთნიდნენ შვილებს არა მხოლოდ ბაგრატიონები, არამედ, საზოგადოდ, ქართველები. რატომ არ უნდა აღდგეს ქართული ტრადიციები? ნაადრევია ლაპარაკი იმაზეც, უნდა აღდგეს თუ არა სამეფო ტახტი. ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მომწიფებული სახელმწიფოს მონარქისტულ მოდელზე გადასვლისთვის, ალბათ, კარგა ხანსაც არ მომწიფდება. სამეფო კარის აღდგენამდე ჯერ ძალიან შორსაა", - აცხადებს სამეფო გვარის ოჯახის ახლობელი, კანცლერი სიმონ კოპაძე.  
ბაგრატიონებს მემკვიდრის შეძენა უკვე მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა. მათ შორის პირველი ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსი ყოფილა, რომელიც დედის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხრიდან ნათესავად ერგება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს.

პატარა ბაგრატიონს სახელი მამის მხრიდან ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს. როგორც ითქვა, სწორედ უფროსი გიორგი ბატონიშვილი ყოფილა მოწადინებული, რომ დავითსა და ანას ჯვარი დაეწერათ. ის ვერ მოესწრო ოცნების აღსრულებას - ჯვრისწერამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში, სვეტიცხოველშია დაკრძალული დიდი წინაპრების გვერდით. 

რატომ აღიქვამს საზოგადოების ერთი ნაწილი დავითისა და ანას ქორწინებას სამეფო ტახტის აღდგენის მცდელობად? - ამ კითხვაზე პასუხი თავის დროზე ვახტანგ რჩეულიშვილმა საინტერესოდ ჩამოაყალიბა. მისი თქმით "ერს სჭირდება არაპოლიტიკური, მაგრამ გამამთლიანებელი ფიგურა, ამის საუკეთესო მაგალითია უწმინდესი. ზოგჯერ პატრიარქი იქნება ერის გამამთლიანებელი, ზოგჯერაც მეფე". თუმცა, ჯერ არ გვყავს მეფე და ამიტომაც ნაადრევია უფლისწულის დაბადებაზე საუბარიც, რადგან უფლისწული მხოლოდ მირონცხებული მეფის ოჯახში იბადება. აღდგება თუ არა სამეფო კარი და გვეყოლება თუ არა მეფე, მომავალი გვიჩვენებს.

P.S. "კვირის პალიტრა" უერთდება ოჯახის სიხარულს და პატარა გიორგის უსურვებს ღირსეულ ქართველად აღზრდილიყოს. ხომ ცნობილია, ვერც ერთი მეფე ვერ გაამთლიანებს ერს, თუ ღირსეული შვილები არ ეყოლება.  
Giorgi
25 სექტემბერი 2013 14:16
საქართველოს სამეფო სახლის მეთაური და ტახტის მემკვიდრე ჯერჯერობით ბატონიშვილი ნუგზარია ხალხნო, ჯერ ის ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს, ამიტომ ჯერ პატარა ბავშვზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა არასწორია, თანაც გარკვეული საკითხები ჯერ გადაუწყვეტელი რჩება დინასტიური წესების საკითხებში, შესაბამისად ბავშვის სტატუსი ჯერ გაურკვეველია, ამიტომ იქნებ თავი შევიკავოთ ასეთი ემოციებისაგან.
mia
15 დეკემბერი 2011 16:57
ისეთი მეფე არ გვჭირდება ვისაც დავით ბაგრატიონისნაირი მამა ჰყავს.
სხვა სიახლეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების­ მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!
დაწვრილებით...
PRIME
დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი
დაწვრილებით...
PRIME
აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო...

ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია...
დაწვრილებით...
PRIME
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.
დაწვრილებით...
PRIME
მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს
დაწვრილებით...
PRIME
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით,
ქირავდება დღიურად! 3-ოთახიანი, 140კვ.მ ბინა
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში, 2
ტერიტორიაზე განთავსებულია: ადმინისტრაციული შენობა 650კვ.მ;
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები