ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
რას გვეტყვი მამაო? - ნათლობა

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

გვიან გავიგეთ,რომ მღვდელი, რომელმაც ბავშვები მონათლა, იმყოფებოდა სქიზმაში, მაგრამ  მან ნათლობა ყველა წესის დაცვით ჩაატარა და ასეთ დროს  ნათლობა ძალაშია, როგორც ვიცით.

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ნათლიდედა მაინც შფოთავდა და პირველივე შესაძლებლობისას გადანათლა თავისი შვილები. არ ვიცი, შემთხვევითობაა, თუ ღვთის რისხვა, რომ იმ ადამიანს(ნათლიდედას)  ზედიზედ მრავალი უბედურება დაატყდა თავს. რით შეიძლება მისთვის უბედურებათა აცილება სამომავლოდ? შევნიშნავ, რომ უბედურებათა მიუხედავად მას არ დაუგმია ღმერთი და არ მიუტოვებია ლოცვა. მეც მუდამ ვლოცულობ მისთვის; კიდევ რას შემოგვთავაზებთ, მამაო? ბავშვები სიცოცხლით სავსენი და კეთილები არიან, როგორ დავიცვათ ისინი მშობლისგან ჩადენილი შეცდომის სიმძიმისგან?

ბავშვებს არ მოეკითხებათ მშობლების ცოდვები, ყველა თავის ცოდვებზე აგებს პასუხს! “გადანათვლა” ქრისტიანობაში არ არსებობს, სულიერად ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება, ისევე როგორც ხორციელად, “ნათლიდედის” შეცდომა არის ის, რომ მან საეკლესიო იერარქიასთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.
კატეგორია - ნათლობა
სხვა კითხვები