ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
რას გვეტყვი მამაო? - წმინდანები. სულიერი მოძღვარი

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

სასოებით შევიძინე წმინდა თინათინის ხატი, მაგრამ მის შესახებ არაფერი ვიცი... გთხოვთ დაგვისახელოთ ლიტერატურა წმინდა თინათინის შესახებ...
სამწუხაროდ, საგანგებო ლიტერატურა წმინდა თინათინის შესახებ არ არსებობს. მისი სახელი ქართველ წმინდანებს შორის არის, რომელთა მოხსენიების დღე საქართველოს ეკლესიამ 24 დეკემბერს (ძვ. სტ. 11) დაადგინა - ცნობილ წმინდანთა სახელების გვერდით კიდევ სამასი ქართული სახელია, რომელთა შორის ის ღირსი და მოწამე მამები და დედები იგულისხმებიან, რომელთა შესახებ ჩანაწერები არ მოგვეპოვება. შეუძლებელია ისტორიას შემოენახა ცნობები ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელთაც მთელი ცხოვრება ქრისტესთვის იღვაწეს და მოწამებრივადაც აღესრულნენ. ამ წმინდანთა სახელზე დაწერილი ხატები მხოლოდ საეკლესიო მაღაზიებში უნდა შეიძინოთ, რადგან ხატის დაწერისათვის ეკლესიის კურთხევაა საჭირო. შეგიძლიათ წმინდა თინათინს ნებისმიერ დღეს ევედროთ და მფარველობა სთხოვოთ. მის სახელზე ლოცვას დიდი მადლი აქვს მოხსენიების დღეს.
სხვა კითხვები