ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
რას გვეტყვი მამაო? - წმინდანები. სულიერი მოძღვარი

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შეიძლება თუ არა საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო პირმა სხვა ქვეყნებში, ახალი კალენდრით მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, საღვთო ლიტურგია ჩაატაროს ახალი საეკლესიო კალენდრის შესაბამისად?
მართალია, საქართველოს ეკლესია ძველი საეკლესიო კალენდრის მიხედვით ცხოვრობს, მაგრამ მსოფლიოში არიან მართლმადიდებელი ქვეყნები, რომელთა ტაძრები ახალი საეკლესიო კალენდრით მსახურობენ (აღდგომის დღესასწაული კი ყველა ქრისტიანულ ტაძარში ძველი სტილით, ერთ დღეს აღინიშნება). საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირს, რომელიმე ასეთი ქვეყნის ტაძარში მოხვედრისას, სრული უფლება აქვს დაესწროს ან ჩაატაროს წირვა-ლოცვა. მაგალითისთვის გავიხსენებთ ათონის მთის მართლმადიდებელ ბერებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ათონის მთაზე ძველი საეკლესიო კალენდარი მოქმედებს, საბერძნეთის ქალაქებში ჩასვლისას მიდიან ან ღვთისმსახურებენ იმ ტაძრებში, სადაც დრო ახალი საეკლესიო კალენდრით აღინუსხება.
სხვა კითხვები