ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
რას გვეტყვი მამაო? - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ვიცით, რომ უფალი შემსმენელია ადამიანის თხოვნისა, მაგრამ რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს სათხოვარი არ უსრულდება?
ღვთის განჩინებით, «ლოცვა მართლისა შეისმინების». როცა რაიმეს ვითხოვთ უფლისგან, უნდა დავუფიქრდეთ, თუ რამდენად მართლები ვართ... ამიტომაა, ჯერ უფალს ჩვენი ცოდვების შენდობა უნდა ვთხოვოთ, სინანულით განვიწმინდოთ და მერე შევკადროთ სხვა სათხოვარი. დანარჩენი უფალმა იცის. მან იცის, რა გვჭირდება, რა არის ჩვენი სულისთვის აუცილებელი და როგორც მამა არ მისცემს თავის შვილს პურის ნაცვლად ქვას, ისე უფალი არ მოგვცემს იმას, რაც ჩვენთვის საზიანოა - იქნებ ის, რასაც ვითხოვთ, ზიანის მომტანია ჩვენი სულისთვის?  ხშირად ადამიანი, როდესაც უფლის წინაშე თხოვნით წარდგება, არ ფიქრობს ამაზე...
სხვა შემთხვევაში, ყველაფერი მოგვეცემა. უფალი ხომ თვით უტყვსა და უსულო ყვავილთ და ფრინველთ მოსავს და ადამიანებს როგორ არ გაგვაძლიერებს თავისი წყალობით? ის კი არა, ხშირად, იგი ისეთ ადამიანებსაც უსრულებს თხოვნას, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა დაინახოს, რამდენად უყვარს ღმერთს და ამ სიყვარულის გამო ქრისტიანულ გზას დაადგეს...
სხვა კითხვები