ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
რას გვეტყვი მამაო? - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ძალიან დამაბნია ერთმა ქადაგებამ: მღვდელმსახურმა ამბიონიდან ბრძანა, რომ შვილები მშობლების ცოდვაზე პასუხს არ აგებენ. სხვა მღვდელმსახურისაგან კი მსმენოდა, რომ აგებენ! რომელია მათში ჭეშმარიტება?
იგავსიტყვით მოგახსენებთ პასუხს და დასკვნა თავად შეგეძლებათ გამოიტანოთ: ეგვიპტელ წმინდანს, ღირს ამონს, მშობლებმა მიუყვანეს თავიანთი მომაკვდავი შვილი და ცრემლებისაგან თვალებდაოსებულნი შესთხოვდნენ, სააქაოს მოებრუნებინა. ბავშვი ცოფიან ძაღლს დაეკბინა და ექიმის ყოველი მცდელობა ამაო გამომდგარიყო. წმინდა ამონმა მიმართა მათ: «თქვენი შვილი ჩემთან მკურნალობას არ საჭიროებს; ის მაშინვე გამოჯანმრთელდება, რაჟამს თქვენ დაუბრუნებთ პატრონს იმ პირუტყვს, რომელიც მას მოჰპარეთ». ასეც მოხდა: როდესაც დაუბრუნეს პატრონს მოპარული ხარი, ბავშვი მაშინვე გამოჯანმრთელდა.
სხვა კითხვები