ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
გვესაუბრება ავერსის კლინიკის...
 
აგებულებისა და ფუნქციური...
 
რას გვეტყვი მამაო? - ნათლობა

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მოვინათლე მაშინ, როდესაც სამღვდელოება მიჰყვებოდა წმინდა ნინოს ნაკვალევს, მდინარე მტკვარზე. ნათლობას არ ესწრებოდა ჩემი ნათლია, მაგრამ მღვდელმა მოიხსენია მისი სახელი. ითვლება თუ არა იგი ნათლიად?
სამწუხაროდ, დღეისთვის მიმრქმელის (ნათლიის) ინსტიტუტმა მიიღო ფორმალური და ზედაპირული მნიშვნელობა. ძველად ქრისტიანები უპირატესად ინათლებოდნენ ყრმობის ასაკში და მშობლები ცდილობდნენ, ნათლიებად შეერჩიათ ეკლესიურად, ღვთისსათნოდ მცხოვრები ადამიანები, რათა მათ განესწავლათ ნათლულები საღმრთო ჭეშმარიტებებში; მათი ცხოვრებაც ნათელი მაგალითი ყოფილიყო ნათლულისთვის. დღეს კი ხშირად ნათლულიცა და ნათლიაც ერთნაირად საჭიროებენ ქრისტიანულად განსწავლას და ასეთი ნათლიის სახელს ზოგჯერ მღვდელმსახურნი მათ დაუსწრებლად იხსენიებენ ხოლმე ნათლობის დროს, თუმცა, წესით, მიმრქმელი აუცილებლად უნდა იღებდეს ნათლობაში მონაწილეობას!
კატეგორია - ნათლობა
სხვა კითხვები