ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
რას გვეტყვი მამაო? - ლოცვა და მარხვა

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შეიძლება თუ არა დილით, ნახევრად ჩაცმულ მდგომარეობაში ლოცვების კითხვა?
ლოცვა ყოველთვის შეიძლება. ქრისტიანი გაღვიძებისთანავე პირველად უფლისაკენ მიაპყრობს გონების თვალს და მადლობას სწირავს დამდგარი დღისათვის. ჩვენ გვმართებს საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: მართლა არა გვაქვს დრო ჩასაცმელად, თუ ადგილი აქვს გარკვეულ დაუდევრობას? ჩვენი სხეული ორგანულად არის დაკავშირებული სულთან, ამიტომ სულიერი მდგომარეობა სხეულის მოქმედებაზე აისახება: თავის დახრა, მუხლის მოდრეკა - ყოველივე ეს სიმბოლური ენაა. როცა ადამიანი დგას ხატების წინ ან მუხლებზე ეშვება, მისთვის უფრო ადვილია ლოცვისადმი განწყობა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ის ლოცულობს და თან ნაჩქარევად იცვამს პერანგს. მაგრამ ჩვენ აქ მხედველობაში გვყავს ადამიანი, რომელიც ლოცვით კანონს კითხულობს. რაც შეეხება მოკლე ლოცვას (იესოს ლოცვას), მას უნდა წარმოვთქვამდეთ ყოველთვის, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ. უკეთესია ისე შევარჩიოთ კანონი, რომ სრულყოფილად იყოს დაცული ლოცვის რიტუალი - უდიდესი კრძალულებით! ერთნაირად არასწორი იქნება ლოცვის გარეგნული სახის გადაჭარბებაც და მისი სრული უგულებელყოფაც!
კატეგორია - ლოცვა და მარხვა
სხვა კითხვები