რას წერენ ჩვენზე
18-06-2012 
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უკვე ათი წელია, თავისი ქონების მეშვეობით ღარიბ ქართველებს ოცნებას უსრულებს, დღეს კი, მთის ფერდობზე, მის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, ერთი დაუმთავრებელი სახლი დგას, რაც იმის მაუწყებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ივანიშვილის ქველმოქმედებას წერტილი დაესვა.
18-06-2012 
ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპული სასამართლო რამდენიმე დღეში ჩაატარებს პირველ კენჭისყრას პირველ საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2006 წლის შემოდგომაზე ქართველთა მასობრივი გასახლების შესახებ.
18-06-2012 
ახალ ნაგებობათა მშენებლობების გახსნა საქართველოში ძირითადად შესაბამისი ღონისძიებით იწყება, ხანდახან სასულე ორკესტრის თანხლებითაც.
11-06-2012 
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის კანონმდებლები ოქტომბრის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის "გარდამტეხს" უწოდებენ.
11-06-2012 
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  კონგრესმენებმა შუსტერმა და შვარცმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.
11-06-2012 
საქართველოში ვიზიტით ყოფნისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ცნოს ნეიტრალური პასპორტები, რომელთა გაცემა საქართველომ უკვე დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის.
11-06-2012 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ბათუმში სტუმრობისას მან თქვა, აშშ იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ დემოკრატია უფრო განმტკიცდება.
04-06-2012 
2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ამ სტატიის ავტორი სემ პატენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მრჩეველი იყო, ამ ბოლო დროს კი ის საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს უწევდა კონსულტირებას.
04-06-2012 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებმა 27 მაისს თბილისში დიდი პოლიტიკური მიტინგი გამართეს. ეს გამოსვლა, წლევანდელი საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის უფრო ძლიერი დასაწყისი აღმოჩნდა.
21-05-2012 
აშშ-ის უდავო მოკავშირე ამიერკავკასიაში, საქართველო, ამერიკულ შეხედულებებს ფაქტობრივად ყველა საგარეო-პოლიტიკურ საკითხში ეთანხმება, გარდა ერთისა - ირანისა.
21-05-2012 
როდესაც ამ ღვინის ქვეყნის დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთისკენ მიემგზავრები, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს საქართველოში საყოველთაო მშენებლობა მიმდინარეობს.
30-04-2012 
ოფიციალურმა კრემლმა კვლავ დაამტკიცა, რომ ოსტატურად შეუძლია კულისებს მიღმა მოლაპარაკებებით ევროკავშირის სტრატეგიული პროექტების ჩაშლა. ევროკავშირის ქვეყნების ურთიერთობის ახლანდელი მდგომარეობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის გაძნელებული ევროკავშირის დივერსიფიკაციის რეალიზაციის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ქვეყნის ეგოიზმი საერთო-ევროპულ ინტერესებზე მაღლა დგას.
30-04-2012 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, პრეზიდენტის პოსტიდან გადავდგებიო.
23-04-2012 
ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე, საქართველომ აშშ-თან ნატოს ჩიკაგოს სამიტის (რომელიც 20-21 მაისს ჩატარდება) შემაჯამებელი განცხადების შეთანხმება შეძლო. საუბარია არა ნატოში საქართველოს მიღებაზე, არამედ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და საქართველოს რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანაზე.
09-04-2012 
"საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012"-ის წარმოდგენით, რესპუბლიკელმა ჯიმ მაკდერმოტმა კონგრესის ცხოველი ინტერესი საქართველოს საშინაო პოლიტიკას მიაპყრო. დოკუმენტში, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ნათქვამია, რომ "დემოკრატია საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა და პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანი კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის ილახება".
02-04-2012 
- თქვენ დღემდე არ იძლეოდით ინტერვიუებს - ჟურნალისტები არ მიყვარს და ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნასო. საიდან გაგიჩნდათ უცებ პოლიტიკური ამბიციები? - ჩემი ფილოსოფია ასეთია: მირჩევნია, საზოგადოების ყურადღების მიღმა ვიყო. თავისუფლება მიყვარს. მაგრამ ბოლო წლებში თანდათან განვიცდიდი სერიოზულ ზეწოლას და უნდა ამერჩია: ან უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, სადაც ჩემი ყოფნა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა, ან შეტევაზე გადავსულიყავი.
19-03-2012 
ევროკავშირი სულ უფრო მჭიდრო კონტაქტს ამყარებს რეგიონის სამ ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). 2007 წლიდან ეს ქვეყნები ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ (ENP) ნაწილი გახდა.
19-03-2012 
სხვა რაღა უნდა ითქვას რუსულ გაზაფხულზე: "ასიმეტრიული" საარჩევნო კამპანია, ჭორები ბოტოქსის შესახებ, პატარა საარჩევნო მაგია და - ვლადიმირ პუტინი ისევ კრემლის ბოსია. პუტინი გამარჯვებას მეტწილად კავკასიას უნდა უმადლოდეს.
05-03-2012 
დაძაბულობა ირანსა და დასავლეთს შორის კავკასიაზეც ვრცელდება. ამას წინათ, თითქმის ერთდროულად, ანტიისრაელური ტერორისტული აქტები მოხდა საქართველოსა და აზერბაიჯანში. ისრაელი ირანს ადებს ხელს, ირანი კი ისრაელს.
05-03-2012 
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი მთავრობის დასამარცხებლად ემზადება.
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?