საქართველო - მიშას გარეშე
საქართველო - მიშას გარეშე
04-06-2012
2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ამ სტატიის ავტორი სემ პატენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მრჩეველი იყო, ამ ბოლო დროს კი ის საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს უწევდა კონსულტირებას.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ-მიშა“ სააკაშვილი, რომელსაც თანამდებობის დატოვების ვადა უახლოვდება, მომხიბვლელი ადამიანია. ამ აზრს დაეთანხმება ყველა, ვინც მას შეხვედრია. მაგრამ ის, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, მიხვდება, რომ მისმა არაორდინარულმა ინდივიდუალობამ გადაფარა მისივე მთავრობის რეფორმების შედეგები. იმის გამო, რომ მასთანაც მიმუშავია და მის წინააღმდეგაც, ერთ დასკვნამდე მივედი: შესაძლოა, ყველაზე მთავარი ძღვენი საქართველოსთვის მიშას ჯერ არ მიურთმევია. თუ ის გვერდზე გადგება და თავის ავტორიტარულ სისტემას შეასუსტებს, ისტორია და საკუთარი ხალხი მას სხვა თვალით შეხედავს.
ის უნდა წავიდეს და გარედან უნდა დააკვირდეს იმას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა მის გარეშე.

შარშან ამ პოლიტიკურ აყალმაყალში ივანიშვილმა შემოაბიჯა და დიპლომატიური კორპუსი თავის ულტრათანამედროვე სასახლეში მიიპატიჟა. პირველი კითხვა, რომელიც მას აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა დაუსვა, ასე ჟღერდა: ხომ არ აპირებს ივანიშვილი პოლიტიკური ტემპერატურის აალებას. ბასის პოზიცია სრულიად გასაგები იყო: ამ მომენტამდე სააკაშვილის ოპოზიცია მხოლოდ ქუჩის პროტესტანტებისგან შედგებოდა, რომლებიც გაიძახოდნენ, - "წადი, მიშა, წადი!" მიშას ფენომენალურად მაღალი პირადი რეიტინგები კი საპირისპიროს აჩვენებს. მისი პოპულარობა ჯერ ისე არ დაცემულა, როგორც მისი მოსისხლე მტრის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა დაეცა რუსეთში და ოპოზიცია უფრო ბრძნულად მოიქცევა, თუ ამ ფაქტორს გაითვალისწინებს. გიყვარს მიშა, თუ გეზიზღება, მისი ხშირად ექსცენტრიკული ქცევის კრიტიკა გამარჯვების სტრატეგიად არ გამოდგება. ხოლო მიშას, რომელსაც ახლა ყველა კოზირი აქვს ხელში, ბევრი შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ მართლაც მოიპოვოს ადგილი ისტორიაში, რაც მას ასე სწყურია. იმისთვის, რომ ისეთივე დიდ ფიგურად დარჩეს, როგორადაც ოდესღაც მიაჩნდათ და თავის მემკვიდრეობას უკეთესი სამსახური გაუწიოს, ოქტომბრის არჩევნებამდეც კი უნდა შეწყვიტოს მის ხელთ არსებული კოზირების გამოყენება.

"მასკის" პროგრამის პირველ კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელსაც თავისი ქვეყნის მართვა ხვდა წილად, შეუძლია მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ თავის წარსულ და ამჟამინდელ სპონსორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მომავალი ხუთი თვის განმავლობაში ცოტაოდენი კეთილშობილება გამოიჩინოს: შეარბილოს ზეწოლა მედიაზე, თავისი ოპონენტების ცალმხრივი დევნა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაათანაბროს სათამაშო ველი. ყველაფერს ამას აუცილებლად შეამჩნევენ.

"ფორინ პოლისი", აშშ
tvalsazrisi
08 ივნისი 2012 12:18
"სააკაშვილი, რომელსაც თანამდებობის დატოვების ვადა უახლოვდება, მომხიბვლელი ადამიანია. ამ აზრს დაეთანხმება ყველა, ვინც მას შეხვედრია."


ეუ
ერთი იმათ ჰკითხეთ, როგორი "მომხიბვლელია" სააკაშვილი, ვისი ოჯახებიც უსამართლოდ გაამწარა!
კიდევ კარგი, წინადადების გაგრძელება ოდნავ სხვანაირია.

"მომხიბვლელი" კლინტონისთვის არის, სინამდვილეში კი ნომერ პირველი მკვლელია ბუნებით. რომ შეეძლოს, აბსოლუტურად ყველას ამოხოცავდა, ვინც თვალში არ მოსდის!

ისე, ეს კაცი თუ მიშას მრჩეველი იყო, წილიც დაუდვია მის ბოროტმოქმედებებში. (რაღაც დრომდე მაინც)
klodeli
07 ივნისი 2012 11:47
მერე არ გრცხვენია ამ "დეგენერატი" ერის ენაზე,რომ წერ და აზროვნებ?დაივიწყე ყველაფერი და საჩქაროდ გადაბარგდი სადმე სხვაგან,იდიოტიზმმა გადადება იცის,არ გეშინია?
2-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად პავლოვზე, ახალაშენებულ...
3-ოთახიანი, 4(6), 87 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ...
სასწრაფოდ და იაფად! 4-ოთახიანი, 124 კვ.მ. ინდივიდუალური...
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერის მიერ ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა მისი ქონების 15,6 % -ს შეადგენს.
დაწვრილებით...
მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთში გაგზავნილი ჯარისკაცები საქართველოსა და თბილისისგან განდგომილ პატარა რეგიონს შორის მავთულხლართებით ბარიერის შექმნაზე რამდენიმე დღე ღვრიდნენ ოფლს. მუშაობა მაისის ბოლოს დაიწყო სოფლების - დიცისა და დვანის მიდამოებში.
დაწვრილებით...
ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ხელმძღვანელ ალექსანდრ დუგინთან.
დაწვრილებით...
"ეროვნული სახელმწიფო არ გამოგივიდათ, ისევე როგორც არავის პოსტსაბჭოთა სივრცეში."
დაწვრილებით...
"დროა, ევროკავშირის ლიდერებმა და ობამას ადმინისტრაციამ ბატონ ივანიშვილს განუმარტონ, რომ თუ იგი ასე გააგრძელებს... კარი დაიხურება"
დაწვრილებით...
"ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ადვილი იქნებოდა, სააკაშვილი განტევების ვაცად ექციათ"

"სააკაშვილს არა ჰყავს ნამდვილი მეგობრები და მომხრეები ბრიუსელში"

"პრეზიდენტი გაცოფებული იყო: სარკოზის მიერ რუსებთან დადებული გარიგება პრაქტიკულად ნიშნავდა რუსული ოკუპაციის ლეგალიზებას. სააკაშვილი ვერ იტანდა ამ დოკუმენტს."
დაწვრილებით...
აშშ-ის ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: