ქველმოქმედმა მილიარდერმა ქართული პოლიტიკა შეცვალა
ქველმოქმედმა მილიარდერმა ქართული პოლიტიკა შეცვალა
18-06-2012
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უკვე ათი წელია, თავისი ქონების მეშვეობით ღარიბ ქართველებს ოცნებას უსრულებს, დღეს კი, მთის ფერდობზე, მის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, ერთი დაუმთავრებელი სახლი დგას, რაც იმის მაუწყებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ივანიშვილის ქველმოქმედებას წერტილი დაესვა. აი, ასეთი საფასური უნდა გაიღოს 56 წლის მეწარმემ, რათა დასავლეთის რჩეულს, მიხეილ სააკაშვილს კონკურენცია გაუწიოს.

ივანიშვილმა უკვე შეცვალა კავკასიის ამ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი იმით, რომ დანაწევრებული ოპოზიცია კოალიციაში გააერთიანა და სააკაშვილს მოულოდნელად მტკიცე კონკურენტად მოევლინა.„ის პრემიერმინისტრობას აპირებს. ამბობს, რომ პოსტზე ორი წელი დარჩება და მერე ადგილს პროფესიონალებს დაუთმობს. პირობას დებს, რომ განამტკიცებს ეკონომიკას ბიუროკრატიული კონტროლის შემცირებით, ბოლოს მოუღებს მონოპოლიებს და მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს, გააუმჯობესებს ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას, უფრო დამოუკიდებელს გახდის სასამართლო სისტემას და საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მეტ ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს. ივანიშვილი აპირებს ეკონომიკის გამოცოცხლებას საკუთარი ქონების დახმარებით, რომელიც "ფორბსის" გათვლებით, 6,4 მილიარდ დოლარს უტოლდება.

სააკაშვილის მსგავსად, მას სურს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ სჯერა, რომ სააკაშვილზე უკეთ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. დასავლეთის მთავრობებისთვის სტაბილურობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც კასპიის ზღვიდან მომავალი ენერგეტიკული ტრანზიტული მარშრუტი გადის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ აირმა უნდა შეამციროს დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.

ივანიშვილის საარჩევნო შანსები განამტკიცა სააკაშვილის პოპულარობის დაცემამ, თუმცა პრეზიდენტს მაინც ბევრი უჭერს მხარს, თუნდაც მის მიერ გატარებული ზოგიერთი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გამო. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, "ქართული ოცნება" 20 %-ით ჩამორჩება სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობანი აქვს და მისი კოალიციაც ჯერ ახალია.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკური ძალის სტატუსში, მნიშვნელოვანია ოპოზიციისათვის, მაგრამ ეს არ აღელვებთ ქვეყნის ლიდერებს. თუმცა ასეთ კომენტარებს აცამტვერებს ის ბარიერები, რომლებსაც მთავრობა ივანიშვილს უქმნის. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მთავრობამ მალე გააცნობიერა თავისი რეაქციის ზედმეტი სიმწვავე და შეამსუბუქა წნეხი, რადგან შიშობდა, რომ ეს ივანიშვილის სასარგებლოდ იმუშავებდა. ახლა ისინი მილიარდერის შეცდომებს ელიან. დასავლეთს უნდა, რომ სააკაშვილმა გაისად, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, თავი აარიდოს პრემიერმინისტრობის ცდუნებას. ჭორვილელებისთვის კი არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს არჩევნებს, ივანიშვილს იქ ყოველთვის გმირივით შეეგებებიან.

"რესპუბლიკა", აშშ
davide
22 ივნისი 2012 11:51
..ეს "რესპუბლიკა" როგორც ჩანს მაკკეინის გაზეთია:)..სერგოსნაირებს კი ტვინი როგორ ააქვთ მოწყობილი ზალიან მაინტერესებს:)))
sergo
22 ივნისი 2012 09:24
ფულით ბევრ რამეს იყიდი, მაგრამ ყველაფერს ვერა.

ნელ-ნელა ხვდება საზოგადოება თუ რისი მომტანიც არის ივანიშვილი საქართველოსათვის და ამიტომაც დატოვებს მას და მის თავგზააბნეულ მიმდევრებს პირღიასა და იმედგაცრუებულს შემოდგომაზე.

ტყუილად გამოუვა ფულები დახარჯული ბიძინას და მაგასაც ისე ვნახავთ გაქცეულს და გადაკარგულს როგორც ბევრი გვინახავს.
სხვა სიახლეები
მართალია, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებებით, ახალი პრეზიდენტის ძალაუფლება მეტად შემცირდება და მთავრობას გადაეცემა, უმაღლესი პოსტის დასაკავებლად მაინც ბევრი აპირებს ბრძოლას..
დაწვრილებით...
"ეს არ იყო უბრალოდ მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ"
დაწვრილებით...
ამ სათაურით ავრცელებს ტელეკომპანია "ევრონიუსი" ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინას ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.
დაწვრილებით...
"დასავლეთში სასაფლაო ავისმომასწავებელ ამბებთან ასოცირდება, საქართველოში - ქეიფთან"
დაწვრილებით...
"დროდადრო ისე ჩანდა, თითქოს დებატები არა სტრასბურგში, არამედ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?