ლაზიკა - სამოთხე ჭაობზე (?)
ლაზიკა - სამოთხე ჭაობზე (?)
16-07-2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პეტრე I-ის კვალს მიჰყვა: ჭაობზე აშენებს ქალაქს, რომელიც ერთდროულად ოფშორიც იქნება და კურორტიც.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის წაგლეჯილი ტერიტორიების "ხელში ჩაგდების" ახალ ტაქტიკაზე გადავიდა: აფხაზეთის საზღვარზე, ჭაობში, მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის მომავალი ფინანსური ცენტრის - "ლაზიკის" მშენებლობა დაიწყო. ხელისუფლებას პროექტი და მისი აშენების ფინანსური გათვლები არა აქვს, მაგრამ აქვს ღრმა რწმენა იმისა, რომ ამბიციური პროექტის წარმატება საქართველოს მიმზიდველს გახდის არა მარტო ინვესტორთათვის, არამედ ყოფილი თანამოქალაქეებისთვისაც. "მიშა გიჟია", - ეღიმება ექსპერტს კავკასიის საქმეებში მარკ მალენს სააკაშვილის ბოლო ინიციატივაზე. ჩანაფიქრის თანახმად, ქალაქი იქნება რიგით მეორე მოსახლეობის რაოდენობითა (500 ათასი ადამიანი) და მნიშვნელობით, ფინანსური ცენტრი საერთაშორისო საზღვაო პორტით, ავტონომიითა და ანგლოსაქსური სამართლით. "ლაზიკის" ჩრდილოეთით კიდევ ერთი ქალაქი-კურორტი შენდება - ანაკლია. კურორტი შენდება სოფლების - ანაკლიისა და განმუხურის ადგილას. სოფლების მკვიდრნი გაასახლეს, რითაც დაირღვა მიწის მფლობელთა და უკანონოდ გასახლებულთა უფლებები. მათ უფლებებს იცავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა". ანაკლიაში ევროპული კლასის სამი სასტუმრო უკვე ტურისტებს ელის. ყოფილი განმუხურის პლაჟები აფხაზეთის სასაზღვრო პოსტს ებჯინება. განმუხურის ადგილას, აფხაზების ცხვირწინ, მრავალსართულიანი სასტუმრო "აფხაზეთი" წამოიმართება. შენდება აკვაპარკი და სტადიონი. ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის უფროსი ლევან კონჯარია ირწმუნება, - აფხაზეთიდან ახალი ქალაქები ჩანს, აფხაზები კი მესაზღვრეების გვერდის ავლით, ბილიკ-ბილიკ მოდიან ანაკლიაში დისკოთეკებზეო. "ანაკლია-განმუხურის" სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო სამსახურის უფროსი შოთა იზორია ამბობს, რომ ანაკლიის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარი დაიხარჯა. ცოტა ხნის წინ კი "რუსულმა ბიზნესმა" ანაკლიის ინვესტირების სურვილი გამოთქვაო.

"ლაზიკაში" არასოდეს არავის უცხოვრია. იქ უდაბნო და ჭაობი იყო. მომცრო დამშრალ მონაკვეთზე მომავალი ქალაქის ადმინისტრაციული შენობის საძირკველი უკვე ჩაყრილია. ეს არის და ეს, გარშემო ლაქაში და ბაყაყებია. ხელისუფლება კი პირობას დებს, რომ 2-3 წელიწადში "ლაზიკაში" პირველ მცხოვრებთ დაასახლებს. სახელმწიფო მოხელეებისთვის კითხვები - რა სახსრებით, როგორ და რატომ, მეორეხარისხოვანია. "საქართველოს რუკას შევხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სანაპიროს 20-25% აუთვისებელია. ჩვენ ახალგაზრდები და საზრიანები ვართ და ყველაფრის სწრაფად გაკეთება გვინდა", - ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და დასძენს, ხანდახან ამიტომაც მოგვდის თავში გიჟური იდეებიო.

იმის გამო, რომ არ არსებობს "ლაზიკის" დოკუმენტაცია, მისი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ. ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ახლაღა აპირებს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას. ამასობაში ეკოლოგები განგაშს ტეხენ: "კოლხეთის პარკი, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს, არის ზღვის დონეზე დაბალი ტორფიანი ჭაობები. დატბორვისგან მას იცავს 200 მ სიგანის დიუნის ზოლი, - ამბობს CENN-ის (კავკასიის არასამთავრობო ეკოლოგიური ქსელი) ეკოლოგი რეზო გეთიაშვილი, - მშენებლობა სახიფათოა არა მარტო ჭაობის ბინადარი უნიკალური ენდემური სახეობებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და თავად "ლაზიკასაც" დატბორვით ემუქრება. დაგეგმილია ჭაობების დაშრობა, მაგრამ ტორფი, რომელსაც ფოროვანი სტრუქტურა აქვს, ქალაქის სიმძიმისგან დაჯდება და არსებობს მთელი შავი ზღვის სანაპიროს დატბორვის საშიშროება, და თუ დიუნები დაიტბორება, ქალაქიც ჩაიძირება. CENN-მა მთავრობას მშენებლობის კონცეფცია მოსთხოვა, მაგრამ მიღებული პასუხებით ჩანს, რომ ხელისუფლებას ის არ გააჩნია". არჩევნების მოლოდინში ნებისმიერი საზოგადოებრივი დისკუსია პოლიტიკურ ხასიათს იღებს, მით უმეტეს ასეთი ამბიციური განზრახვის განხილვა. "ლაზიკის" მშენებლობის მიზანია საქართველოს დიდების ჩვენება ყველასთვის, განსაკუთრებით, აფხაზეთისთვის", - ამბობს მარკ მალენი, ეს სააკაშვილმა სახალხოდ აღიარა.

ორი დეპრესიული მეზობლის, ზუგდიდის და სოხუმის ეკონომიკური წონასწორობა შეიძლება საქართველოს სასარგებლოდ დაირღვეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი, ეს ახალმოვლენილი პეტრე I, შფოთიან საარჩევნო სეზონს გაუძლებს...

გაზეტა რუ, რუსეთი
niniiiiiiiii
22 ივლისი 2012 08:27
ჰაჰაჰა დათო რა მაგრად თქვი, მაგი დიდიხანია დასაბმელია მარა სადაა პატრონი :) ხალხის გაჭირვებას მიხედოს ჯობია მაგ სისულელეების წამოწყებას, კი ყველაპერი კარგია ახალი და ლამაზი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც დალხენილი ცხოვრებააააააააააა
პაატა
20 ივლისი 2012 12:43
მაგათ კი ნაშველი აქვთ, პატარა საფრთხის შემთხვევაში მაგატ ვეღაც იპოვით საქართველოში. ჩვენ ვიდარდოთ უბრალო ხალხმა რა გვეშველება.
სხვა სიახლეები
მართალია, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებებით, ახალი პრეზიდენტის ძალაუფლება მეტად შემცირდება და მთავრობას გადაეცემა, უმაღლესი პოსტის დასაკავებლად მაინც ბევრი აპირებს ბრძოლას..
დაწვრილებით...
"ეს არ იყო უბრალოდ მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ"
დაწვრილებით...
ამ სათაურით ავრცელებს ტელეკომპანია "ევრონიუსი" ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინას ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.
დაწვრილებით...
"დასავლეთში სასაფლაო ავისმომასწავებელ ამბებთან ასოცირდება, საქართველოში - ქეიფთან"
დაწვრილებით...
"დროდადრო ისე ჩანდა, თითქოს დებატები არა სტრასბურგში, არამედ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?