აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის მეთაურმა დენის ბლერმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 2010 წელს ევროკავშირს საფრთხე ემუქრება ბოსნიაში არასტაბილურობისა და სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი სისხლის ღვრის გამო. მისი აზრით, ევროკავშირის უდიდესი მეზობელი, რუსეთი ცივი ომის მენტალიტეტში შთაინთქა."2010 წელს ბალკანეთში განვითარებული მოვლენები კვლავ საფრთხის წინაშე დააყენებს ევროპის სტაბილურობას, - თქვა ბლერმა და ილაპარაკა ბოსნიისა და კოსოვოს ეთნიკურად სერბულ ანკლავებში განვითარებულ სეპარატისტულ ტენდენციებზე, როგორც ძირეულ პრობლემებზე, - ადვილი შესაძლებელია, რომ რუსეთ-საქართველოს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო) და სომხეთ-აზერბაიჯანის (მთიანი ყარაბაღის გამო) გაყინული კონფლიქტები სისხლის ღვრაში გადაიზარდოს. - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რუსეთის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებამ, იქ რუსი სამხედროების ყოფნამ და მათგან პერიოდულად ძალადობის გამოჩენამ, შესაძლოა, ბრძოლების განახლება გამოიწვიოს".
ბლერი აღნიშნავს, რომ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პირველსავე წელს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა გამოკეთდა. მიუხედავად ამისა, ის ევროკავშირის გიგანტურ მეზობელზე აშკარად შეშფოთებით საუბრობდა. "მე მაწუხებს ის, რომ რუსეთი პოსტსაბჭოელ მეზობლებს თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს და ზესახელმწიფოს სტატუსის განსამტკიცებლად შეიარაღებული ძალების მეშვეობით ძალის დემონსტრირებას აგრძელებს. რუსეთი თავის სადაზვერვო პოტენციალსაც ზრდის და მთელ მსოფლიოში ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ იყენებს. მისი დაზვერვა საზღვარგარეთ ჯაშუშობს, ტექნოლოგიებს იპარავს და საიდუმლო ოპერაციებს ატარებს".
აშშ-ის მთავარმა მზვერავმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ევროპაში ისლამური ტერორიზმის გააქტიურებაზე.
"ეუობსერვერი", ბელგია












აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.
საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.
15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.
ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ













ეს ის კაცი არ არის, რომელმაც ახლახან შემოიღო კანონი ამერიკელი მოქალქეების გაუსამართლებელი დასჯისა, თუ ისინი ტერორისტებთან კავშირში იქნებიან შემჩნეულები?
ჯერ ერთი, ტერორისტები ათასგვარად არიან შენიღბულები, როგორ ამოიცნობს მათ უბრალი მოქალაქე, რომ მათაგნ შორს დაიჭიროს თავი?
მეორეც, ტერორისტების ანტიკამპანიას ეფარებიან და თვითონ უარესად ტერორისტობენ.
კომედიაა ტრაგედიის ნიშნებით რააა
ეს სიტყვები კი ძალიან ავდა მენიშნა:
"და ილაპარაკა ბოსნიისა და კოსოვოს ეთნიკურად სერბულ ანკლავებში განვითარებულ სეპარატისტულ ტენდენციებზე, როგორც ძირეულ პრობლემებზე, - ადვილი შესაძლებელია, რომ რუსეთ-საქართველოს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო) და სომხეთ-აზერბაიჯანის (მთიანი ყარაბაღის გამო) გაყინული კონფლიქტები სისხლის ღვრაში გადაიზარდოს. -"
ალბათ,რაღაც დაგეგმეს თვითონ. ეს სიტყვები მესიჯივითაა გამოგზავნილი.
ფარისევლობას კარგად იყენებენ ბლერისნაირი ამერიკელი მოღვაწეები.