ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
რას ეძებდა ბურჯანაძე დავოსში
რას ეძებდა ბურჯანაძე დავოსში ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში, დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, მსოფლიოს 96 ქვეყნიდან ჩასული ცნობილი ეკონომისტები, მსხვილი პოლიტიკოსები, საქმიანი წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო ფორუმზე ოფიციალური პირებით არ იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, დავოსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩავიდა - ის არაერთხელ დასწრებია დავოსის ფორუმს.

ეკონომიკურ ფორუმზე ექსსპიკერი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა და საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლის მხარდაჭერა დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება და მოსკოვთან ღია დიალოგის მზადყოფნა დაადასტურა. საკითხავია, ასეთ ავტორიტეტულ ფორუმზე რა მიზნით გააკეთა ამგვარი განცხადებები ცნობილმა ქართველმა ოპოზიციონერმა.

ბურჯანაძემ ნეგატიურად მოიხსენია საქართველოს საინფორმაციო პოლიტიკაც. მან აღნიშნა, - ფორუმს არ ესწრებოდა საქართველოს მედია. ამიტომაც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ამ საერთაშორისო მოვლენაზე ჩემს ქვეყანაშიო.

ქართველმა ოპოზიციონერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სააკაშვილი უყურადღებოდ ექცევა საერთაშორისო ფორუმელებს. ასე, მაგალითად, 2009 და 2010 წლებში საქართველოს პრეზიდენტი დავოსში არ ჩასულა, წელს კი მიუნხენის კონფერენციაზე დასწრებაზეც უარი თქვა. ბურჯანაძის აზრით, ყველაფერი ეს საქართველოს შემდგომ იზოლაციას უწყობს ხელს.

დავოსში ბურჯანაძემ არა მარტო სააკაშვილის პოლიტიკა გააკრიტიკა, არამედ მისი ბოლოდროინდელი ზოგიერთი გადაწყვეტილებაც, რომლებიც უმთავრესად რუსეთის ინტერესებს ეხებოდა.

ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მომხრეა და მზადაა, დიალოგი აწარმოოს არა მარტო ბრიუსელსა და ვაშინგტონთან, არამედ მოსკოვთანაც. მას საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის სრული იგნორირება უპასუხისმგებლობად მიაჩნია.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ამჟამინდელი რიტორიკა აშკარად რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯია და ეტყობა, დაკავშირებულია სააკაშვილის რეჟიმის საპროტესტო აქციების ახალი ტალღის აგორებასთან. ახალი კამპანია ხომ გაზაფხულზე დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ მომავალ დაპირისპირებებში ის შეეცდება, რუსეთსაც დაეყრდნოს. შესაძლოა, ქართველ ოპოზიციონერ ქალბატონს სურს მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესს უხელმძღვანელოს. შედეგად კი მიიღოს დამატებითი ქულები გაერთიანებული ქართული ოპოზიციის ლიდერის ადგილის მოსაპოვებლად.

ბურჯანაძე რომ ამას უმიზნებს, მისი განცხადებითაც დასტურდება: "ჩვენ არა მარტო მონაწილეობას მივიღებთ აქციებში, არამედ ორგანიზატორიც ვიქნებით". ამისთვის მას სჭირდება რუსეთის მხრიდან მისი პოლიტპროგრამისადმი ლოიალური დამოკიდებულება. დავოსის ფორუმი კარგი მოედანია ამისთვის და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

ბურჯანაძემ უნდა იჩქაროს, რადგან მოსკოვთან დიალოგში ნოღაიდელი უფრო აქტიურობს და სავსებით შესაძლებელია, ამ მიმართულებით ექსსპიკერს დაასწროს - უკვე აცხადებს, რომ თებერვალში კვლავ აპირებს მოსკოვში ჩასვლას "ედინაია რასიასთან" თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

"კომერსანტი", რუსეთი
surameli
11 თებერვალი 2010 12:20
ნუ გახდებიტ ვიტარების მზევლები. იფიქრეტ საქარტველოს მომავალზეც.მეზობელს სხვაგან ვერ გადაასახლებ,გასატვალისწინებელია ისლამური გარემოცვაც ქვეკნისა. ბოდის გიხდიტ ასოების არასისტორეზე.
nodari
10 თებერვალი 2010 22:33
souebis moyvaruli
08 თებერვალი 2010 11:33
" მე იმ ქართველებს რა უთხარი ვინც ამ ვაკხანალიაში მონაწილეობას მიიღებს, რომელსაც მიტინგს დაარქმევენ."


შოუებ-სოუები უფრო გიყვარს, მიშას თხილამურები, თუ ქართულად ნაწერში შეცდომების დაშვება?"უთხარი"-ს აკლია პირველი პირის ნიშანი: "ვ"
"ქართველები" მრავლობითი რიცხვია და მასთან ზმნის მხოლობითი რიცხვი არის ნამდვილი ვაკხანალია ;)

არ გეწყინოს, მაგრამ ასეა
სხვა სტატიები
ივლისის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს საქართველოში კიდევ ერთი წლით თავისი მანდატის გაგრძელების მიზანშეწონილობას. მისიის მეთაური ჰანს იორგ ჰაბერი ჰყვება საქართველოში თავის მუშაობასა და ევროპული მონიტორინგის პერსპექტივაზე.
KvirisPalitra.Ge აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.
KvirisPalitra.Ge საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.
KvirisPalitra.Ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის კვალდაკვალ, საქართველოში ერთიმეორის მიყოლებით ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში კეტრინ ეშტონი.
პარიზის სასამართლომ განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სარჩელი ფრანგული თანამგზავრული კომპანია EUTELSAT-ის წინააღმდეგ, რომელმაც
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რეჟიმის ცვლილების განახლებული გეგმა მოხაზა. 8 ივლისს, ტელეკომპანია "მირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, სომხებსა და აზერბაიჯანელებთან დაძაბულობა იწინასწარმეტყველა.
KvirisPalitra.Ge 15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.
KvirisPalitra.Ge ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ
ისრაელის მთავრობამ ცვლილელები შეიტანა პალესტინელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში. კერძოდ, ლაპარაკია  ებრაული და