ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
15-02-2010
დასავლეთმა საქართველო დაკარგა?
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში-უმცროსის სტუმრობის შემდეგ, იმ საქებარი სიტყვების აღსანიშნავად, რომელიც მან 2005 წელს ამ კავკასიური რესპუბლიკის დასავლეთისკენ შემობრუნების გამო წარმოთქვა,  საქართველოს უმშვენიერეს დედაქალაქ თბილისში მისი სახელობის გამზირი დარჩა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. როდესაც 2008 წელს რუსეთის ტანკები საქართველოში შეიჭრნენ, ბუშმა არჩია, კავკასიაში დასავლეთის მოკავშირე არ დაეცვა; მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის უღირსი, დაუბალანსებელი შეთანხმებით დაწყებული - რუსეთთან ვაშინგტონის უნაყოფო და მოუქნელი გადატვირთვის "პოლიტიკით" დასრულებული, საქართველო სწორედ იმ ქვეყნებისგან გაილახა, რომლებიც უახლოეს მეგობრობას ეფიცებოდნენ.

ყველაზე აშკარა ბოლოდროინდელი შეურაცხყოფა საფრანგეთ-რუსეთს შორის "მისტრალის" ტიპის სამხედრო გემების გაყიდვაზე შეთანხმება იყო. ეს გემები, რომლებსაც შვეულმფრენებისა და აღჭურვილობის გადაზიდვა და სამხედროების გადაყვანა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ, იდეალურია ზღვის კონტროლისა და საზღვაო ქვეითი ოპერაციების განსახორციელებლად ბალტიისა და შავი ზღვის სანაპიროებზე. მეტიც, რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელი, ადმირალი ვლადიმირ ვისოცკი, გულწრფელად ამტკიცებდა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთს რომ "მისტრალი" ჰყოლოდა, ოპერაციას 26 საათის ნაცვლად 40 წუთში დაასრულებდაო.

საქართველოს მოსახლეობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დეკლარირებას განაგრძობს, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ მოთმინება დაკარგოს. კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბოლოდროინდელმა ოპოზიციურმა ამპლუამ ქართული პოლიტიკა შესაძლოა კარდინალურად შეცვალოს.

მისი ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ენერგიულად მიისწრაფვიან დასავლეთისკენ და ახდენენ დასავლური მანდატის დემონსტრირებას, ნოღაიდელი 2009 წელს მოსკოვს ოთხჯერ ეწვია, აქედან ერთხელ - პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ეახლა. იმ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენციით მიყენებული ჭრილობები, თითქოს წარმოუდგენელია, რომ ქართველი პოლიტიკოსი არჩევნებში გამარჯვებისთვის პრომოსკოვურ პოზიციას იკავებდეს, თუმცა წარსულში საქართველოს ნატოში გაწევრებისკენ ძლიერი მისწრაფების მიუხედავად, ნოღაიდელის ფლირტი სამთავრობო პარტიასთან, "ედინაია როსიასთან" შეიძლება აღქმული იქნას, როგორც პირდაპირი პასუხი საქართველოს შეწყვეტილ ურთიერთობებზე ბრიუსელსა და ვაშინგტონთან.

ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დასავლეთის დისტანცირება საქართველოსთან, რაც ბუშის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს დაიწყო, ზოგიერთ ქართველს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტის მიმართ გაღიზიანებას უჩენს.

დასავლეთმა, რომელიც არაშორსმჭვრეტელურად მოქმედებს და ცდილობს, აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან, შეიძლება საქართველოს განზე გაწევით სტრატეგიული თავსატეხი შეიქმნას და დაკარგოს ერთადერთი რეალური ბერკეტი, რომელიც მას ცენტრალურ ევრაზიაში აქვს. თუკი საქართველოსთან მეგობრობის ჯორჯ ბუშისეული ვერსია მხოლოდ თაფლაკვერებს გულისხმობდა და მათრახს გამორიცხავდა, დღევანდელი დასავლური პოლიტიკა თბილისის მიმართ მხოლოდ მათრახს გულისხმობს და ძალიან ცოტა თაფლაკვერს. როგორც საქართველოს სტაბილურობა, ასევე დასავლური ინტერესები, დიდი ხანია, ინტეგრაციის რეალური გზების ფუნდამენტურ გადაფასებას მოითხოვენ.
"ფორინ პოლისი", აშშ

giorgi
17 თებერვალი 2010 17:48
რუსეთთან ჩახუტების მომხრე ვერცერთი ქართველი ვერ იქნება მაგრამ მე მგონი მართლა ღირს იმაზე ფიქრი თუ რამდენად გვინდა ნატო და დასავლეთისკენ ასეთი თავქუდმოგლეჯილი სირბილი, იმიტომ რომ როგორც გამოჩნდა დასავლელი პარტნიორების იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ საქართველო ნატოს წევრი რომც ყოფილიყო მათი რეაქცია ისეთივე იქნებოდა როგორც არაწევრობის შემტხვევაში იკო, ნატო უმალ თავის პრინციპებს დაარღვევს ვიდრე რუსეთის წინააგმდეგ ხელს აწევს!
სხვა სტატიები
ივლისის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს საქართველოში კიდევ ერთი წლით თავისი მანდატის გაგრძელების მიზანშეწონილობას. მისიის მეთაური ჰანს იორგ ჰაბერი ჰყვება საქართველოში თავის მუშაობასა და ევროპული მონიტორინგის პერსპექტივაზე.
KvirisPalitra.Ge აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.
KvirisPalitra.Ge საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.
KvirisPalitra.Ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის კვალდაკვალ, საქართველოში ერთიმეორის მიყოლებით ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში კეტრინ ეშტონი.
პარიზის სასამართლომ განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სარჩელი ფრანგული თანამგზავრული კომპანია EUTELSAT-ის წინააღმდეგ, რომელმაც
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რეჟიმის ცვლილების განახლებული გეგმა მოხაზა. 8 ივლისს, ტელეკომპანია "მირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, სომხებსა და აზერბაიჯანელებთან დაძაბულობა იწინასწარმეტყველა.
KvirisPalitra.Ge 15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.
KvirisPalitra.Ge ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ
ისრაელის მთავრობამ ცვლილელები შეიტანა პალესტინელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში. კერძოდ, ლაპარაკია  ებრაული და