ენერგორესურსებისკენ გზა გადაიკეტება, ეს კი ნიშნავს, რომ ცივ ზამთარში რუსეთი კვლავ ონკანს გადაკეტავს, რათა მთელი ევროპა ააკანკალოს", - განაცხადა სააკაშვილმა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში. მისი თქმით, საქართველო ბოლო წლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული და მზად არის გაიზიაროს ევროპის მისწრაფება რუსეთის გვერდის ავლით ენერგიის წყაროს დივერსიფიკაციისკენ.
"საქართველოში აღმოჩენილი გაზის მარაგი საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი პარტნიორი ვიყოთ ენერგეტიკულ სფეროში", - დასძინა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას ბრალი დასდო, რომ მან სათანადოდ არ შეაფასა რუსეთის ქმედებები 2008 წელს. "დღეს კვლავ არის რუსეთის ახალი შემოტევის საშიშროება, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობამ მას არ მიუთითა, რომ მისი ქმედება 2008 წლის ომში, დაუნდობელი და დაუშვებელი იყო", - თქვა სააკაშვილმა. უფრო ადრე ევროკავშირის კომისიამ დაასკვნა, რუსეთთან ხუთდღიანი ომის ინიციატორი სააკაშვილი იყოო. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა, რამდენიმე ინციდენტის შედეგად ხალხი დაიღუპა. "ვწუხვარ, რომ არავინ დასჯილა ამ ბოროტმოქმედებისთვის", - თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას "ცრუს" უწოდებს, ამ ქვეყნებს კი "დეზერტირებს".
"ინტერფაქსი", რუსეთი












აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.
საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.
15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.
ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ













იყავი პირველი!