ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
22-02-2010
ქვეშევრდომობის 200 წლის აღსანიშნავად
ქვეშევრდომობის 200 წლის აღსანიშნავად მოსკოვში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა და რფ-ის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს, მათ შორის აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის შექმნის თაობაზე.

ბაღაფში მოსკოვის ხშირი სტუმარია, მაგრამ ასეთი პომპეზურობით ის არასდროს მიუღიათ. კრემლმა ამ ვიზიტის სტატუსი აღნიშნა, როგორც "პირველი ოფიციალური და სრულფორმატიანი". და ისეთი პატივით მიიღეს, როგორც სახელმწიფო ვიზიტის დონეს ეკადრებოდა: შეხვდნენ ორკესტრით, საპატიო ყარაულით, აფხაზეთის მეთაურის კორტეჟს მოტოციკლისტები მიჰყვებოდნენ. ისე, მოსკოვში ბაღაფში მართლაც ახალი "სახით" ჩავიდა. ჯერ კიდევ შარშან, წინასაარჩევნო კომპანიის გამო, მისი მოსკოვთან დაახლოების მცდელობა თავშეკავებული იყო. ბაღაფშის მეტოქეები მას "სამშობლოს რუსეთისთვის მიყიდვაში" ადანაშაულებდნენ. ამიტომაც პრეზიდენტი ფრთხილად იქცეოდა, მაგალითად, რფ-ის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის უფლებას არ აძლევდა. მაგრამ ახლა ბაღაფშს ხელი გახსნილი აქვს: დეკემბერში არჩევნები მოიგო, 12 თებერვალს კი განმეორებით შეუდგა პრეზიდენტობას.

ამიტომაც, ახლა, მოსკოვში ჩასულმა, უნდა გააკეთოს ის, რაც მანამდე ვერ შეძლო. ათი ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებიდან ყველაზე მთავარი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის ხელშეკრულება იყო. მას ხელი მოაწერეს რფ-ის და აფხაზეთის თავდაცვის მინისტრებმა ანატოლი სერდიუკოვმა და მერაბ ქიშმარიამ. ხელშეკრულება 49 წლით დაიდო, 15-წლიანი პერიოდების ავტომატური დამატების შესაძლებლობით. მოსკოვმა და სოხუმმა ასევე ხელი მოაწერეს სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ყველაზე მრავლისმომცველი ეკონომიკური ჩარჩო-ხელშეკრულებების ბლოკი აღმოჩნდა. ასევე, დაიდო ხელშეკრულება "ვნეშეკონომბანკსა" და აფხაზეთის "უნივერსალბანკს" შორის, რაც, რუსეთის სახელმწიფო ბანკების ხარჯზე რესპუბლიკას საბანკო სისტემის კაპიტალიზაციისკენ უხსნის გზას. რფ-ის 2010 წლის ბიუჯეტში აფხაზეთის ადმინისტრაციული შენობების, ინფრასტრუქტურის და კომუნალური საყოფაცხოვრებო ობიექტების აღსადგენად 3 მლრდ რუბლია გაწერილი, ხოლო 2012 წლამდე მოსკოვი ამ მიზნებისთვის 10,9 მლრდ რუბლის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ფინანსური შემოდინების გაკონტროლების სიმძიმეს რუსეთი თავის თავზე იღებს.

მოლაპარაკებების მონაწილეთა თქმით, კრემლში ხელმოწერილი დოკუმენტები რუსეთის მიერ აფხაზეთის სამეურნეო ათვისების საფუძველს ქმნის. გარდა ამ ხელშეკრულებებისა, აღსანიშნავია ის, რომ, ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის მთავრობამაც გაბედა და ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც რუსეთში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს: აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ცნობით, სოხუმმა გადაწყვიტა, შეიტანოს შესწორებები უძრავი ქონების კანონში, რომელიც რფ-ის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწისა და შენობების შესყიდვის უფლებას მისცემს იმავე პირობებით, როგორიც რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ. ბაღაფშმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ დღესდღეობით ამ საკითხში სიტუაცია ასიმეტრიულია: აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში კერძო საკუთრების შეძენა შეუძლიათ, რუსებს აფხაზეთში კი - არაო.

აფხაზეთის ოპოზიცია ბაღაფშის ამ გადაწყვეტილებას მკვეთრი კრიტიკით შეხვდა, - ამ კანონით აფხაზეთის მთავრობა რუსების ასიმილაციას და აფხაზური ეთნოსის ნელ-ნელა გაქრობას უწყობს ხელსო.

მოლაპარაკებების შემდეგ მედვედევმა ბაღაფშს შეახსენა, რომ მათი შეხვედრა მოსკოვისა და სოხუმისთვის მნიშვნელოვან იუბილეს დაემთხვა - ზუსტად 200 წლის წინ, 1810 წლის 17 თებერვალს, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერა აფხაზეთის რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების სიგელს. ეს ფაქტი აშკარად სიმბოლურიაო, - განაცხადა მედვედევმა.
განა შეიძლება ამას არ დაეთანხმო?..
"კომერსანტი", რუსეთი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
ივლისის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს საქართველოში კიდევ ერთი წლით თავისი მანდატის გაგრძელების მიზანშეწონილობას. მისიის მეთაური ჰანს იორგ ჰაბერი ჰყვება საქართველოში თავის მუშაობასა და ევროპული მონიტორინგის პერსპექტივაზე.
KvirisPalitra.Ge აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.
KvirisPalitra.Ge საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.
KvirisPalitra.Ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის კვალდაკვალ, საქართველოში ერთიმეორის მიყოლებით ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში კეტრინ ეშტონი.
პარიზის სასამართლომ განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სარჩელი ფრანგული თანამგზავრული კომპანია EUTELSAT-ის წინააღმდეგ, რომელმაც
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რეჟიმის ცვლილების განახლებული გეგმა მოხაზა. 8 ივლისს, ტელეკომპანია "მირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, სომხებსა და აზერბაიჯანელებთან დაძაბულობა იწინასწარმეტყველა.
KvirisPalitra.Ge 15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.
KvirisPalitra.Ge ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ
ისრაელის მთავრობამ ცვლილელები შეიტანა პალესტინელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში. კერძოდ, ლაპარაკია  ებრაული და