ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
01-03-2010
ავღანეთში გაგზავნას მიესალმება
ავღანეთში გაგზავნას მიესალმება აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა, დაახლოებით 1000-კაციანი ქართული არმიის ავღანეთში გაგზავნა მოიწონა და
აღნიშნა, - ეს ფაქტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვას არ უკავშირდებაო.

რიჩარდ ჰოლბრუკის ჩამოსვლის მიზანი ომგადახდილი საქართველოს მხარდაჭერა იყო. მან თბილისის მახლობლად, სამხედრო ბაზაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი განსაკუთრებით მადლიერია იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო არ უკრძალავს თავის სამხედროებს ავღანეთის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას.

"საქართველოს ძალები მთელ მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, - განაცხადა ჰოლბრუკმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამხედრო წვრთნების მონახულების შემდეგ, - ჩვენ ვაფასებთ, რომ ამერიკული არმიის, ბრიტანეთისა და კანადის სამხედრო ძალების მსგავსად ავღანეთში ქართველებიც მიდიან."

ჰოლბრუკმა განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთში არ არის დაკავშირებული მისი ნატოში გაწევრების ძალისხმევასთან.

"ეს გაკეთდა იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ავღანეთის საფრთხე - საერთო საფრთხეა", - განაცხადა მან. ავღანეთში, საფრანგეთის მეთაურობით, დაახლოებით 170 ქართველი ჯარისკაცი უკვე მსახურობს, 800-ზე მეტ სამხედროს მალე აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში გაგზავნიან.

ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ სამხედრო ვალდებულებით (ორი მძიმე ბატალიონი, ორი მსუბუქი ბრიგადა), რომელიც 4.4-მილიონიანმა საქართველომ იკისრა, მას ამ სამხედრო ძალისხმევაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს.
"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
ივლისის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს საქართველოში კიდევ ერთი წლით თავისი მანდატის გაგრძელების მიზანშეწონილობას. მისიის მეთაური ჰანს იორგ ჰაბერი ჰყვება საქართველოში თავის მუშაობასა და ევროპული მონიტორინგის პერსპექტივაზე.
KvirisPalitra.Ge აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.
KvirisPalitra.Ge საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.
KvirisPalitra.Ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის კვალდაკვალ, საქართველოში ერთიმეორის მიყოლებით ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში კეტრინ ეშტონი.
პარიზის სასამართლომ განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სარჩელი ფრანგული თანამგზავრული კომპანია EUTELSAT-ის წინააღმდეგ, რომელმაც
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რეჟიმის ცვლილების განახლებული გეგმა მოხაზა. 8 ივლისს, ტელეკომპანია "მირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, სომხებსა და აზერბაიჯანელებთან დაძაბულობა იწინასწარმეტყველა.
KvirisPalitra.Ge 15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.
KvirisPalitra.Ge ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ
ისრაელის მთავრობამ ცვლილელები შეიტანა პალესტინელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში. კერძოდ, ლაპარაკია  ებრაული და