"ნუ წახვალათ, გეთაყვა, საქართველოში ეს 5 რამ თუ ვერ გაიგეთ" - რჩევები ამერიკელი მოგზაურისგან
"ნუ წახვალათ, გეთაყვა, საქართველოში ეს 5 რამ თუ ვერ გაიგეთ" - რჩევები ამერიკელი მოგზაურისგან
21-01-2016
"გაჭირვებასთან გამკლავება სწორედ ქართველებისგან უნდა ისწავლოთ"

საგმოგზაურო ჟურნალმა No-YoLo გამოაქვეყნა წერილი საქართველოზე, სათაურით: "ნუ წახვალათ, გეთაყვა, საქართველოში ეს 5 რამ თუ ვერ გაიგეთ", რომელსაც გთავაზობთ:

"როგორც ორი მთვრალი მოგზაურობის მოყვარული რომატიკოსი, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მივხვდით, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ იქნებოდა ისეთი როგორიც აქამდე იყო. ამას ნამდვილად ერთი ნახვით სიყვარული შეგვიძლია ვუწოდოთ. მას შემდეგ, ერთმა სამაგისტრო ნაშრომი დაწერა საქართველოს შესახებ, ხოლო მეორე ისეთი სიხშირით ბრუნდება აქ, რომ ერთ სოფელში "ცისფერთვალება ირლანდიელი კლემენსი" შეარქვეს. ბუნებრივია, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ულამაზესი ქვეყანა საქართველო გაცილებით მეტ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებს მსოფლიო მასშტაბით.

ჩვენ ორივეს საქართველოში ცხოვრება ოთხჯერ მოგვიწია და კარგად გავეცანით როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპატრიატთა მდგომარეობას. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკელი ექსპატრიატები მეტისმეტად კრიტიკულად არიან განწყობილნი ქვეყნის მიმართ საკმაოდ მარტივი მიზეზების გამო. ჩვენი ვარაუდით, მათ უბრალოდ არ ესმით რასთან აქვთ საქმე. ასე რომ, ჩვენ მომავალ ამერიკელ ექსპატრიატებს ვთავაზობთ 5 მცირე რჩევას საქართველოსთან დაკავშირებით.

1. საქართველოს არ სჭირდება გადარჩენა

დიახ, საქართველო საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული და მას შემდეგ მრავალი ეკონომიკური სირთულეც გამოიარა, მაგრამ რაც არ უნდა ძნელად დასაჯერებელი იყოს, მას არ სჭირდება ახალი კურსდამთავრებული ამერიკელის მიერ გადარჩენა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც მოუხდა სიღარიბის, ოკუპაციისა და სამოქალაქო ომის გადატანა. აჭარულმა ხაჭაპურმა საუკუნეების განმავლობაში თავისი გავლენა მოახდინა ქართველების ჯანმრთელობაზე. ეს ქვეყანა გამოირჩევა თავისი ღრმა ეროვნული იდენტობით. იგი მსოფლიოს ისტორიის სამ უდიდეს იმპერიას შორის იყო მოქცეული. ასე რომ, როგორ ხდება გაჭირვებასთან გამკლავება სწორედ ქართველებისგან უნდა ისწავლოთ.

2. ქართველი მამაკაცები, ისევე როგორც ყველა სხვა მამაკაცი, არიან კარგებიც და ცუდებიც


ცოტა ხნის წინ ერთი ბლოგერი წერდა, რომ მან ვერ იპოვა ვერც ერთი სიმპათიური ქართველი მამაკაცი, ხოლო ქართველი ქალები საკუთარი მამრობითი თანამემამულეებისგან "დაშინებულნი" არიან. ზოგადად, ქართველი მამაკაცები რომ შეუხედავები, სექსისტები და მოძალადეები არიან ამერიკელ ექსპატრიატებში ფართოდ გავრცელებული აზრია. თუმცა, ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკულ კულტურაში სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რომ აღარაფერი ვთქვათ სიმსუქნის პრობლემების საგანგაშო ზრდაზე. აბსურდულია ერთის მხრივ ლაპარაკი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ იმის თქმა, რომ "ქართველი მამაკაცები ბუნებრივად სექსისტები არიან". ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უპატივცემულობაა. სექსუალური ჩაგვრა და ძალადობა ძალიან პრობლემატური ტრანსნაციონალური საკითხებია და მას არ აქვს კავშირი კონკრეტულ ეროვნებასთან.

3. საბჭოთა გამოცდილების მისაღებად სჯობს სადმე სხვაგან წახვიდეთ
თუ ზედაპირულად გადაავლებთ თვალს, საქართველოში ხშირად დაინახავთ რუსული "ლადას" მარკის ავტომობილებს. ხედავ კომუნალური აპარტამენტებს ქალაქების გარეუბნებში, უსარგებლო საბჭოთა ნარჩენებს თბილისის მშრალ ხიდზე და ფიქრობ, "ღმერთო, ეს ხომ საბჭოთა კავშირია!". მაგრამ ცდებით! მიუხედავად იმისა, თუ რას წერენ სტერეოტიპებით სავსე მოგზაურები საქართველოს საბჭოთა ხასიათზე, საქართველო პოსტსაბჭოთა უფსკრულში ნამდვილად არ არის ჩარჩენილი. ეს ქვეყ
ანა სავსეა ახალგაზრდა, დინამიური და საინტერესო ადამიანებით, რომლებიც ქმნიან მუსიკას, კინოს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს. გთხოვთ, მოუსმინეთ "გაჩას" ან "არას" და უყურეთ ლევან კოღუაშვილის ან ნანა ჯორჯაძის ნამუშევრებს. ეს დაგანახებთ, რომ ქვეყანა სავსეა შესანიშნავი ხელოვანებით, რომლებიც სულაც არ არიან წარსულში დაკარგულები.

4. საქართველოში მოდიხარ სამუშაოდ? - ელოდე ისეთივე მოპყრობას, როგორც ყველა დანარჩენი

დიახ, ეჭვგარეშეა, რომ თქვენ ბევრს მუშაობდით რომ დაგემთავრებინათ სწავლა და ახლა გსურთ გარკვეული თავგადასავლები. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ ინგლისური შორეულ საქართველოში, რატომაც არა? შეცვლილმა ეკონომიკურმა ვითარებამ და დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებამ საქართველოში ინგლისურის სწავლაზე მოთხოვნა გაზარდა. ასე, რომ თუ ენერგიულად იმუშავებთ, მათ შორის გაკვეთილის დაგეგმვაზე და იმ ყველა სხვა საკითხზე რაც ყველგან მოითხოვება მასწავლებლებისგან, საბოლოოდ მიაღწევთ კომფორტულ ცხოვრებას. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ უფრო მეტს მიაღწევთ ვიდრე უბრალოდ ფინანსური უზრუნველყოფაა. ნუ შეიყვანთ საკუთარ თავს შეცდომაში იმაზე ფიქრით, რომ ამაზე გაცილებით მეტს იმსახურებთ. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მუშაობს იგივე სამსახურის ბაზარზე მრავალ ადგილობრივ ქართველ ინგლისურის მასწავლებლებთან ერთად. ის, რომ ინგლისური თქვენი მშობლიური ენაა, ეს ბევრს არ ნიშნავს.

5. თუ თქვენ ეძებთ ორგანულ, პროტეინებისგან თავისუფალ, მაღალი ხარისხის ავოკადოს? -  წადით სადმე სხვაგან

ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ერთი ჩვენგანი ვეგეტარიანელი მოგზაურია, ამიტომ საკმაოდ ბევრი საარსებო წყარო გვჭირდება სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის პროცესში. თუმცა, კარგით რა! არ განაწყენდეთ თუ ქართულ სუპერმარკეტებში თქვენს საყვარელ ავოკადოს ვერ იპოვით. მართალია, შეიძლება ის დიდი რაოდენობით B2 ვიტამინს შეიცავს, რაც თქვენთვის აუცილებელია, მაგრამ უბრალოდ თქვენი საყიდლების სიის რაოდენობა უნდა გაზარდოთ აქ ყოფნისას. საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის საკვები შემოაქვს იმპორტით, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითონ აწარმოებს მცენარეულ საკვებს. ამასთანავე, მისი დიდი ნაწილი ორგანულია!"

წყარო


თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა

მახარე
22 იანვარი 2016 21:27
სად ნახა იმ უბედურმა ქუჩაში ლადები? ეს სტატია მე მგონი შევარდნაძის დროს არის დაწერილი!
truker
22 იანვარი 2016 13:22
გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა პრობლემები შეხედულებებთან დაკავშირებით .მაგრამ რომელ ერს არ აქვს? და მაინც.გვაქვს ისეთი შეხედულებები რომლებთანაც ვერც ამერიკელები და ვერც ვერავინ ვერ მივა და მათ შენარჩუნება სჭირდება.ვისაც მოსწონთ კარგი ბატონო და ვისაც არ მოსწონს,გაიაროს ....!!
სხვა სიახლეები
პოლონელ-ქართველი მოგზაური კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკუთარ ბლოგზე საქართველოს შესახებ აქვეყნებს სტატიებს.
დაწვრილებით...
ევროპის 48 ქვეყანას შორის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, ქართული ტრადიციული სამზარეულო მეოთხე ადგილს იკავებს.
დაწვრილებით...
"რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა" -  ეს სტატია   ForbesGeorgia-ში საქართველოში მოღვაწე ბრიტანელმა ჟურნალისტმა, უილიამ დანბარმა 2014 წლის იანვარში გამოაქვეყნა, რომელიც გამოქვეყნდა "კვირის პალიტრის" საიტზეც.
დაწვრილებით...
ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეკელსიების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მე-6 ადგილს გერგეტის სამება იკავებს.
დაწვრილებით...
ამბავი აბუ ომარ ალ-შიშანის - პანკისელი "წითური ეშმაკის" ულამაზესი ჩეჩენი ცოლისა - The Daily Beast-ისა და ქართველი ჟურნალისტების ერთობლივი რეპორტაჟი

ინტერვიუ ქალთან, რომლის ყოფილი რძალი ახლა ომარ შიშანის ცოლია

გავრცელდა ჭორი, რომ ჰამზათის სიკვდილი თარხანმა დაგეგმა, რათა სედა ხელში ჩაეგდო
დაწვრილებით...
"პრინცი ჰერაკლიუსი, რომლის გმირობებმაც მთელს მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია" - რას წერდნენ ბრიტანული გაზეთები ერეკლე მეორის შესახებ

მსახურობდა თუ არა ერეკლე მეორე ლეიტენანტად ფრიდრიხ დიდის ჯარში?

"ერეკლე მეორე არის ერთადერთი ქართველი მონარქი, რომლის შესახებაც ასეთი დიდი გამოხმაურება იყო ევროპულ პრესაში"
დაწვრილებით...
"დასავლეთს აქვს გავლენა თბილისზე და ჩვენს ეს გავლენა უნდა გამოვიყენოთ" - რაზე მიანიშნებს The Wall Street Journal-ი?

"სააკაშვილი ახლა აშშ-ში ასწავლის და უკრაინის ახალ პროდასავლურ ხელისუფლებას რჩევებს აძლევს, მაგრამ მისი კოლეგები საქართველოში შურისძიების ტვირთს ეზიდებიან"
დაწვრილებით...
ქართველები გენეტიკურად ყველაზე ახლოს ადიღეველებთან (28,6 %), ბერძნებთან (19,5%), სომხებთან (12,4 %) და სამხრეთ იტალიელებთან (სიცილიელებთან, 6,4 %) ვდგავართ.
დაწვრილებით...
უილიამ დანბარი: ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ

"თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?"
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
6 – ოთახიანი 310კვმ ფართის
ქირავდება ბინა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსთან
ქირავდება იზოლირებული, კომფორტული მყუდრო ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები