ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
გვესაუბრება ავერსის კლინიკის...
 
აგებულებისა და ფუნქციური...
 
19-07-2010
სააკაშვილი ბელორუსებს გაესაუბრა
სააკაშვილი ბელორუსებს გაესაუბრა 15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.

ბელორუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ზოგიერთი გაზეთისა და ტელეარხის კრიტიკული გამოხდომების საპასუხოდ მინსკმა "მძიმე არტილერია" გამოიყენა.
ბელორუსიის ტელევიზიის კორესპონდენტი დენის კურიანი საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, თავის რეზიდენციაში მიიღო. ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი ბელორუსია-საქართველოს ურთიერთობას.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ბელორუსი ხალხისადმი დიდი სიმპათიით არიან განწყობილი და მართლაც, თუ არსებობს ევროპიზებული ნაცია, ეს რასაკვირველია, ბელორუსია. საქართველო დსთ-ის წევრი აღარ არის, მაგრამ როცა მხარდაჭერა გვჭირდებოდა, ბელორუსია ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა. ახლა კი ბელორუსიის ხელმძღვანელობა ჩვენსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მძევალი გახდა.

კრემლი ბელორუსიისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ითხოვს, მაგრამ მინსკმა მას ღირსეული პასუხი გასცა.

და მაინც, როგორ გახდა შესაძლებელი საქართველოს პრეზიდენტის გამოჩენა ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიით მაშინ, როცა რუსეთი მას "გარიყულს" უწოდებს.
ბელორუსიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვიტალი რიმაშევსკი დარწმუნებულია, რომ ამ გადაცემით ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიების პასკვილებს უპასუხა.

ასევე, ეტყობა, ბელორუსიის პრეზიდენტმა ვერ დაივიწყა ის, რომ მოსკოვმა ფაქტობრივად აიძულა ბელორუსია, უპირობოდ შესულიყო საბაჟო კავშირში. ლუკაშენკომ უკვე გამოცდილი გამაღიზიანებელი - სააკაშვილი გამოიყენა და თავისი "მეობის" დემონსტრირება მოახდინა.

მოსკოვის კარნეგი-ცენტრის სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო ამბობს, რომ ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიით სააკაშვილთან ინტერვიუს საშუალებით ლუკაშენკომ თქვა ის, რასაც პირადად ვერ იტყოდა.

სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელმა ბორის გრიზლოვმა კი ღვარძლიანად განაცხადა: - ვინც სააკაშვილს პრეზიდენტად თვლის, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ნურც იოცნებებს. რუსეთისთვის სააკაშვილი არ არსებობს და საქართველოსთან მხოლოდ მაშინ გამოსწორდება ურთიერთობა, როცა პრეზიდენტი სხვა იქნებაო. ამ განცხადებით გრიზლოვმა განამტკიცა ბელორუსი ექსპერტების ვარაუდი, რომ მოსკოვი ყველაფერს იღონებს მეზობელ სახელმწიფოში ხელისუფლების შესაცვლელად.


რადიო "თავისუფალი ევროპა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ცდილობს შექმნას სიცოცხლისუნარიანი და სანდო სამართლებრივი ინფრასტრუქტურა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც კი 1991-დან 1997-წლამდე ქართველი საზოგადოება საბჭოთა მოდელით იმართებოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრ მოქალაქეს არ სჯეროდა, თუ სახელმწიფო შეძლებდა კანონის დაცვას. შედეგად - "კანონიერი ქურდების" სისტემა განმტკიცდა. ეს ერთგვარი მაფიოზების მსგავსი "კანონიერი ქურდები" მოქალაქეებს დაცვას სთავაზობდნენ და ბევრი ქართველის პატივისცემა, მოწონება და ნდობა მოიპოვეს. ზოგიერთმა ეს ნდობა დღემდე შეინარჩუნა. თუმცა, მიმდინარე საკანონმდებლო აქტებით მათი გამორჩეული მდგომარეობა შეირყა.
KvirisPalitra.Ge ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დანაშაულებრივი ქსელები საფრანგეთის ხელისუფლებას სულ უფრო მეტ საფიქრალს უჩენს. გასულ კვირას ნიცის კრიმინალურმა პოლიციამ ბანდიტური დაჯგუფების ოცდაათ წლამდე ასაკის ორი ქართველი მეთაური დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადიციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. "ეს ფაქტი ნიცაში, ერთ-ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ", - ამბობს გამომძიებელი.
KvirisPalitra.Ge საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მონდომებულია, რაც შეიძლება მალე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც, ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსის რწმენით, ერთი მიზანი აქვს - გაახანგრძლივოს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დრო მას შემდეგ, რაც 2013 წლის იანვარში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოიწურება.
KvirisPalitra.Ge რუსეთში ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გასაყიდად გამოვიდა "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის" ახალი ტირაჟი (დასაბეჭდად ხელმოწერილია 2010 წლის იანვარში), რომელიც გამოსცა რუსეთის უდიდესმა გამომცემლობამ, "ოლმა მედია გრუპმა". ატლასის ანონსირებისას გამომცემლობა წერდა: "ატლასი განკუთვნილია გეოგრაფიით გატაცებული მოსწავლეებისთვის, იმედია, ის აუცილებლად დაეხმარება მათ გაკვეთილების მომზადებაში".
KvirisPalitra.Ge კრიზისი ძალიან რბილად ნათქვამია. საქართველოსა და რუსეთს შორის ის მდგომარეობაა, რაც ყველაზე საშინელ ისტორიულ დროში ხდებოდა ქვეყნებს შორის, ანუ მდგომარეობა, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს მნიშვნელოვან ნაწილს სტაცებს და ყველაფერს აკეთებს ამ ქვეყნის მთლიანად გასაკონტროლებლად.
ანკარაში, რუსეთის გვერდის ავლით ევროპის გაზმომარაგების პროექტის ("ნაბუკოს") ხელმძღვანელმა კომიტეტმა საგანგებო თათბირზე გაზით მომარაგების ორი ხაზი დაამტკიცა.
KvirisPalitra.Ge რუსეთსა და აფხაზეთს შორის სერიოზული სკანდალი მწიფდება. საქმე ის არის, რომ სოხუმმა უარყო მოსკოვის მიერ შეთავაზებული კონცეფცია რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ.
როგორც იუწყებიან, გასულ კვირას პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტის დროს ერევანში, რუსეთმა და სომხეთმა სამხედრო სფეროში არაერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელთა ნაწილიც არ გამოქვეყნებულა.
KvirisPalitra.Ge ორი წელი გავიდა აგვისტოს კატასტროფული ომიდან, თბილისი კი უფრო მშვენდება, მაგრამ ქართველები მაინც ნერვიულობენ, რადგან ბარაქ ობამას კეთილი განწყობისა ეეჭვებათ.
კავკასია უნიკალური რეგიონია - აქ ერთმანეთს ხვდებიან და გავლენისთვის იბრძვიან ზესახელმწიფოები. კავკასიის მთიანი გეოგრაფია განაპირობებს იმას, რომ სხვა ქვეყნებს ძალიან უჭირთ აქ სრული დომინირება და ადგილობრივი ხელისუფლების განადგურება.