ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი...
 
თმის ძირების გასამაგრებლად
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
რეგიონი
"New Holland“-ის 122 თანამედროვე ტრაქტორი და 25 კომბაინი ჯი-თი გრუპისგან - უახლესი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის განვითარების საკითხი. რეგიონებში სოფლად არსებული მოძველებული ტექნიკა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას აფერხებს, ამიტომ სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კერძო კომპანიების დახმარებით ცდილობს, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი შეავსოს.

გურულები "ეჭვობენ", რომ ედუარდ შევარდნაძემ "ალეგრობა"  "თბილისობად" გადააკეთა

მოჯირითეების გამოჩენამდე რამდენიმე წუთით გაირინდებოდნენ დღესასწაულის მონაწილენი და სწორედ იმ დროს, გაქაფულ ცხენებს შემოაგელვებდნენ სისხლადუღებული ბიჭები

სვანეთის ხსენებაზე უნებლიეთ გახსენდება ზამთარ-ზაფხულ თოვლიანი მთები, პატარძალივით მორთული ბუნება და დაუვიწყარი სანახები. მართალია, სვანები უმშვენიერეს ადგილებში ცხოვრობენ, მაგრამ პრობლემაც ბევრი აქვთ. გული დაგეწვება მიტოვებული ნასახლარების ხილვისას, საიდანაც სევდისმომგვრელი სიჩუმე გეგებება.
ხევსურეთიდან მოსახლეობის ბარისკენ ლტოლვა არ წყდება. თუ ასე გაგრძელდა, ერთ დროს ხალხმრავალი სოფლებიდან თითო-ოროლა კომლიღა თუ დარჩება. ამ პროცესს მომთაბარეობამაც შეუწყო ხელი, თუმცა კი ძირითადი "დამნაშავე" მკაცრი ზამთარი და მძიმე სოციალური პირობებია.
2009 წლის 7 სექტემბერს "კვირის პალიტრა" წერდა: "თუშეთში კულტურის ძეგლებს ნგრევა ემუქრება. ღვთის ანაბარა მიტოვებული კოშკები მოუვლელობის გამო იბზარება და მერე უცებ გადაეშვება ხოლმე უფსკრულში. ასეთ, წელში გაწყვეტილი ციხეების ნაშთებს, ბევრს წააწყდებით თუშეთში". მაშინ ძალზე საშურ საქმედ მივიჩნიეთ სოფელ დართლოს თავზე არწივივით წამომართული ულამაზესი სოფელ კვავლოს ერთადერთი კოშკის გადარჩენა...
25-01-2010 
ვინც გლეხის ალალი პურმარილის ფასი იცის, დამეთანხმება, რომ იქ ბუნგალოებსა და ძვირად ღირებულ რესტორნებზე არანაკლები "პური იჭმება". ძველით ახალ წელს კახეთი, ტრადიციულად, "ღორის ქელეხითა" და კახური მრავალჟამიერით დახვდა. ჰოდა, როცა 13 იანვარს დამირეკეს, - რომელ უჭირამ ტრუბკა, მაიხედე აქეთ...
25-01-2010 
ომის საინტერესო ეპიზოდებზე, კერძოდ ძაღლის ერთგულებაზე, ფრთოსანთა სიყვარულსა და დადუმებულ იარაღზე მოვუთხრობთ ამჯერად მკითხველს.
25-01-2010 
პრეზიდენტის გურიაში სტუმრობა, მასპინძლების ზედმეტი გულმოდგინების გამო, აქაოდა პრეზიდენტთან არაფერი შეგვეშალოსო, დიდი მითქმა-მოთქმისა და სკანდალის მიზეზი გახდა.
04-01-2010 
თოვლში გახვეულ თუშეთში თითზე ჩამოსათვლელი სახლებიდან ამოდის კვამლი. ზოგიერთი სოფელი ერთიანად გადაუთეთრებია ზამთარს. აქ აღარავინ ცხოვრობს. გაზაფხულამდე მიტოვებული სახლები სევდიანად გახვეულან თეთრ საბნებში, თოვლში ჩაფლული კოშკები კი უტყვ დარაჯებს ჰგვანან. ზამთრის დუმილი კიდევ 6 თვეს გასტანს, მერე გზები გაიხსნება და ბარიდან ამოვა ხალხი.
28-12-2009 
პარადოქსია, მაგრამ გოგია ჯამატაშვილმა კახეთში ჯერ კიდევ მაშინ დაამსხვრია სოციალისტური წარმოების სტერეოტიპული დოგმები, როცა კოლმეურნეობის ერთ-ერთ ბრიგადას ხელმძღვანელობდა და არცთუ ურიგოდ. ერთი "შრომის წითელი დროშის ორდენი" დააკლდა თორემ... 
21-12-2009 
საქართველო სამყაროს შემოქმედმა ზღვითაც დააჯილდოვა, მაგრამ ეს სანაოსნო ქვეყანა ჯერ გემების, ამჯერად კი სანაოსნოს გარეშე დარჩა. ახლა ბათუმის ნაპირებთან, ზღვის მშვენიერ ხედებთან ერთად, ბათუმის პორტის რამდენიმე კატარღის ნახვას თუ შეძლებთ. საქართველოს საზღვაო სანაოსნო 1967 წელს დაარსდა. მისი ნგრევა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, ხოლო 2009 წლის 25 ნოემბერს დასრულდა.
14-12-2009 
ფოთელი მაყვალა ბაქანიძე-კოკაია ფიქრობს, რომ მის ტანჯვას უთუოდ მოეღებოდა ბოლო, ფოთში ყოფნის დროს მის სახლთან ერთხელ მაინც რომ ჩაევლო საქართველოს პრეზიდენტს. მისი ერთადერთი საზრუნავი შვილის პატრონობაა, რომელიც ფსიქიკურად არის დაავადებული.
30-11-2009 
ოზურგეთში ისეთ მძღოლს თუ იპოვით, მდინარე ბახვის დანგრეული ხიდი გადაგატაროთ და დახრამული გზებით მთისპირში აგიყვანოთ, არც თქვენ ინანებთ, არც ის, ზღაპარში აღმოჩნდებით. მთისპირი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია გურიაში და... ყველაზე ლამაზიც. საღამოობით, თითქოს ჯადოქარმა ჯოხი აიქნიაო, ჰორიზონტზე მოლაპლაპე ზღვა გამოჩნდება, დილაობით კი ბახმაროს მთებში შეჭედილი თამარის ციხე!
30-11-2009 
2009 წლის 15 ოქტომბერს, 21 საათისთვის, ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის, პაატა ლაგვილავას პირად მობილურ ტელეფონზე უცნობმა პიროვნებამ დაფარული ნომრიდან დაახლოებით 10-ჯერ დარეკა.
30-11-2009 
ჩემს დიდ პაპაზე, ქიტესო მეხრიშვილზე დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, მაგრამ რატომღაც მეკრძალებოდა, თუმცა ისიც გულზე ღარღლად მეწვა, რომ წლები გადიოდა და მასზე კალამს არ ვხარჯავდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოსარიდი რაღა არის, როცა მის ვაჟკაცობაზე მთელი სოფელი დღემდე ლეგენდებს ჰყვება.
09-11-2009 
თუშეთში, ულამაზეს სოფელ დართლოსთან ძველისძველი სასაფლაოა. დროთა განმავლობაში საფლავის ქვებს ხავსი მოჰკიდებია, მაგრამ მაინც ვერაფერს წაუშლია ამოტვიფრული წარწერა "უფალო შემიწყალე!" თუმცაღა ლოდები დროდადრო მიწაში კიდევ უფრო ეფლობა. იქვე, დასასვენებლად ჩამომჯდარი თუში მწყემსი დავინახე, მიყურებდა და ეღიმებოდა. მერე თითქოს თავისთვის დაიწყო ლაპარაკი:
09-11-2009 
"განცხადებას მკვდარი საიქიოდან აწერდა ხელს"ახლახან სოფელ "საჭამიასერიდან" ონისე ხუნდაძე ტელეფონით დაგვიკავშირდა და უცნაური რამ გვიამბო. -  თქვენთან გაჭირვებამ დამარეკვინა, თორემ რა მრჯიდა. ჰოდა, ახლა აქედან, საიდანაც მგლები ყმუიან, ვდგავარ და  საქვეყნოდ ვაცხადებ: - კი მჯერა სულის სიღრმეში იმქვეყნიური სიცოცხლის არსებობის, მაგრამ მაინც მაფიქრებს, - ჩემს მეზობლად მკვდარმა კარლო ხუნდაძემ ამდენი ელექტროენერგია რაფერ დახარჯა?!
09-11-2009 
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანად ანდროპოვი დავნიშნეთ, გურიაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ანდროპოვმა, აქაოდა დიად საბჭოთა კავშირს ახალი დიადი საქმეები სჭირდებაო, დანიშვნიდან სულ მოკლე ხანში "სუხოი ზაკონი" შემოიღო, - აიკრძალა ალკოჰოლური სასმლის წარმოება და მისი მოხმარება. ამ ამბავმა ნამეტანი შეაწუხა საბჭოთა მილიცია.
28-09-2009 
- ალო, "კვირის პალიტრა" ხარ? გულგულიდან გელაპარაკებით! იქნებ ჩემთან ჩამახვიდეთ, - დიდი ხნის ნაცნობივით მეუბნება ტელეფონში და მეც დიდი ხნის ნაცნობივით ვეკითხები:
21-09-2009 
როცა ზღვისპირეთს მზის უკანასკნელი სხივი გამოეთხოვება, ბათუმურ ეზოებში მორყეული კიბე დაიწყებს ჭრიალს. სომეხი ედიკა თევზით ხელსავსე ბრუნდება, გიორგი ბაბუა დომინოს ათამაშებს ხელში, ბერძენი სოფია სარეცხს ფენს აივანზე, რუსი ოლეგა წარამარა ადი-ჩამოდის კიბეზე, სამსახურს ელოდება ისევ...
21-09-2009 
მთას მივემგზავრები... ხეობები მზის შუქ-ჩრდილში გახვეულან. თივისა და მიწის სურნელს ხარბად ვისუნთქავ. თბილისიდან  სულ რაღაც 50 კილომეტრში (სიონთან ახლოს) სოფელი კოჭბანია. აქ ფშაური სილაღით მხვდება გელა ხოშარაულის ოჯახი.