ქუთაისი ძვირდება?
ქუთაისი ძვირდება?
07-08-2012
ახალ საპარლამენტო ქალაქში უძრავი ქონების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ქუთათურები ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაძვირდა ბინები ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილობრივების თქმით, გაიზარდა როგორც ქირის, ისე უძრავი ქონების შესასყიდი ფასი. მაგალითად, თუ უწინ ქუთაისში ბინის დაქირავება 50 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 250 ლარადაც ძლივს იშოვი თურმე. ექსპერტების შეფასებით, ეს ფასი არარეალურად მაღალია, რადგან ქუთაისის ბევრ რაიონში ჯერაც არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ქალაქის ბევრ რაიონს არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება და შესაბამისად, არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მოთხოვნებს ვერ პასუხობს. პარლამენტარების გარდა ქუთაისში ბინის დაქირავების სურვილს ბოლო დროს თურქი მოქალაქეებიც გამოთქვამენ, რადგან იქ ბიზნესინტერესები აქვთ. ექსპერტების შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქუთაისში გასაყიდი ბინების ფასი 20-50%-ით გაიზარდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ზოგადად ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ჯერ ისევ მცირეა.

გურამ ფალავანდიშვილი, უძრავი ქონების ბროკერი: "ხომ არ შეიძლება, რომ მხოლოდ ქირაზე მოიმატოს ფასმა? როცა ბინის ქირის ფასი ძვირდება ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს უჩნდება სურვილი, იყიდოს უძრავი ქონება და შემდეგ ძვირად გააქირავოს. პარლამენტის გადატანა ქუთაისში მცირე და უმნიშვნელო აქტივობა არ ყოფილა, ამიტომ არც ფასების ზრდა უნდა გვიკვირდეს. ზოგადად, როცა ხელისუფლება რომელიმე რეგიონის ინფრასტრუქურაში ხელოვნურად ერევა და რაღაცას მნიშვნელოვნად ცვლის, იქ ყოველთვის იმატებს ფასები უძრავ ქონებაზე. მაგალითისთვის ბათუმი გავიხსენოთ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ფასები უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. არც ის არის გამორიცხული, რომ თუ მთავრობა კიდევ გააჩაღებს მშენებლობას საქართველოს რომელიმე კუთხეში, იქაც მოიმატებს ფასები, სულ რომ ტყეში იყოს. მაგალითად, მოსკოვში, როცა ქალაქის მერია ქალაქგარეთ რაიმე მშენებლობას წამოიწყებდა, შემოგარენში მყისიერად ძვირდებოდა უძრავი ქონება. თუ ქუთაისის განვითარება კიდევ მოხდება, ფასები კიდევ გაიზრდება. თუმცა, მხოლოდ პარლამენტის გადატანის გამო ამაზე მეტად, რაც ახლა არის გაზრდილი, ფასი აღარ მოიმატებს. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პარლამენტის გარდა, ბოლო დროს ქუთაისში სხვა სამშენებლო სამუშაოებიც წარმოებდა და ამანაც იმოქმედა ფასებზე.

დღეს საქართველოში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ბათუმში ღირს. მაგალითად, ბოლო დროს ბათუმში საცხოვრებელი ბინები 3500 დოლარად გაიყიდა კვადრატული მეტრი და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თურქულმა კომპანიებმა იყიდეს. თბილისის ცენტრალურ უბანში კი ყველაზე მაღალი კლასის ბინები 2500 დოლარი ღირს კვადრატული მეტრი. ჩვენი პროგნოზით, საქართველოში უძრავი ქონების ფასები კიდევ გაიზრდება, რადგან ვფიქრობ, რომ ფასები ხელოვნურად არის დაცემული. ახლა ქვეყანაში ცხოვრების დონე დაბალია. თუ ცხოვრების დონე მოიმატებს, ფასები უძრავ ქონებაზე მყისიერად გაიზრდება. უძრავი ქონება მეორადი მოთხოვნის პროდუქტია. როცა ქვეყანაში გაჭირვება და ომია, პური და ყველი ძვირდება და უძრავი ქონება იაფდება. საბჭოთა პერიოდშიც კი საქართველოში უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ღირდა საბჭოთა სივრცეში. თბილისის ცენტრში არსებულ 3-ოთახიან ბინას, მოსკოვის ცენტრში 4-ოთახიანზე გადაცვლიდი. საქართველო კავკასიის მეგაპოლისია, კარგი კლიმატია ჩვენთან და აქ ბინის ყიდვა და ცხოვრება მოდური იყო. გარდამავალმა პერიოდმა კი ბევრი რამ შეცვალა. როცა ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მეტად სტაბილური იქნება, დამიჯერეთ, საქართველოში უძრავი ქონების ფასები ევროპულ ფასებს გაუტოლდება. დღეს თბილისში უძრავ ქონებაზე არსებული მაქსიმალური ფასი, ევროპის ნებისმიერ სოფელში არსებულ ფასებს უტოლდება. ევროპის დედაქალაქებში საცხოვრებელი ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე 10-15 ათასი ევროდან იწყება. საქართველოს უძრავი ქონების და მიწის ფასებს ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ დინამიკა განვითარებისკენ მიდის. რა თქმა უნდა, თუ გარკვეული პოლიტიკური არასტაბილურობა არ შეუშლის ხელს ამ ყველაფერს."

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკნომიკურ საკითხებში:
"ფასების ზრდა ქუთაისში უძრავ ქონებაზე ვფიქრობ, ბუნებრივი პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ არის მაღალი მოთხოვნა, მაგრამ არის მოლოდინი, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანის შემდეგ მაღალი იქნება მოთხოვნა, როგორც ბინების გაქირავებაზე, ასევე შესყიდვაზე. თუმცა, რამდენად გავრცელდება ეს მთელ ქუთაისზე რთული სათქმელია. ეს ალბათ იმ აქტივობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ინტენსიური იქნება ქუთაისში საპარლამენტო ცხოვრება.

რაც შეეხება ფასებს სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლოკალურად ფასები ამ მიმართულებითაც გაიზრდება. ალბათ სხვა ბიზნესებიც აეწყობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება შედარებით მაღალი კლასის და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი კაფე-ბარები, მაღაზიები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს გარკვეულწილად ფასებზე მართლაც იმოქმედებს, მაგრამ ზოგადად ქუთაისის მასშტაბითY ერთი პარლამენტის გადატანა სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის."

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დიდ ქალაქებს შორის, მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები ქუთაისში გაიზარდა. მარტში, 2011 წლის დეკემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ზრდამ მთლიანად ქვეყანაში 0,5% შეადგინა, ხოლო ქუთაისში - 1,5%. თბილისსა და ბათუმში ამ პერიოდში ფასები ერთნაირად, 0,5%-ით გაიზარდა, თელავში - 0,3%-ით, ხოლო გორში ფასების კლება დაფიქსირდა - 0,3%-ით. 2003 წლის დეკემბერთან შედარებით, 2012 წლის მარტში, ქუთაისში ფასები 87,3%-ით არის გაზრდილი (მთლიანად ქვეყნისთვის - 70,9%), ხოლო 2000 წლის დეკემბერთან შედარებით - 112,1%-ით (მთლიანად ქვეყნისთვის - 106,1%).

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
otia
20 აგვისტო 2012 13:59
ზერელე სტატიაა საერთო ჯამში
არაფრისმომცემი
PP99
10 აგვისტო 2012 17:49
ჩემი კომენტარების არბეჭდვა დავალებული გაქვთ თუ რა ხდება? თუ ეკა ლომიძემ დაგავალათ სანამ 2004 წლის აგვისტოს ბრძოლებს არ დავუინტერვიუებ მანამდე შეზღუდოთ ჩემი კომენტები? რა საქციელია ეს?
სხვა სიახლეები
სოფელ დიცისაკენ მიმავალი იმდენჯერ დავეწიე ტრაქტორებს, რომ თავი ვერ შევიკავე და გვერდით მჯდომ გლეხს გადავულაპარაკე, - რა ბედნიერებაა, რომ მიწა ვაუჩერებით იხვნება, გლეხი ახლა მაინც ამოისუნთქებს-მეთქი, მან კი დუმილით მიპასუხა.
დაწვრილებით...
ადგილობრივი მოსახლეობა ირანელი ფერმერების მეურნეობაში შეიჭრა და მიწის ნაკვეთს შემოვლებული ღობე რამდენიმე მეტრზე შემოაცალა.
დაწვრილებით...
"სამეგრელოს რეგიონში გამალებული ქურდობაა. ხალხს ბოსლებიდან, ეზოებიდან ჰპარავენ პირუტყვს, უზარმაზარი კამეჩები თვალის დახამხამებაში ქრებიან."
დაწვრილებით...
კალიფორნიაში ყოველ წელს ე.წ. "წითელი ჭიაყელების" კონფერენცია იმართება. ყოველწლიურად ამ სფეროს განვითარებისთვის 15 მილიარდი დოლარი იხარჯება!..
დაწვრილებით...
თოვს, მივდივართ ძველი ანაგის ტალახიან გზაზე მე და ჩემი მასპინძელი ნინო მჭედლიშვილი,   მალ-მალე თმას ვიფერთხავთ - ორიოდ წუთში იმხელა ზვინი დაგვედება, თოვლის პაპებს დავემსგავსებით.

- რა უჭირს მერე, მივიდეთ თოვლის პაპებივით  შალვა მასწავლებელთან. გავახარებთ კიდეც, თან ღუმელთან გავთბებით, - ვეუბნები ნინოს და შეშის ღუმლის გახსენებაზე უკვე აღარ მცივა.
დაწვრილებით...
ადიგენის რაიონის მოსახლეობა ჩივის, რომ გამგებლობისთვის სოსო ჯაჭვლიანისა და კახა კალაძის სახელს ამოფარებული ადამიანები იბრძვიან...
დაწვრილებით...
არავინ იცის, რა ბედი ეწევა მცირე დროით ქალაქის სტატუსმინიჭებულ ანაკლიაში აგებულ მაღალი დონის სასტუმროებს, აკვაპარკს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს... ამ დროისთვის დაკეტილია ყველა დიდი სასტუმრო, რომელიც კლიენტებს შარშან ამ დროსაც იღებდა.
იგივე მდგომარეობაა განმუხურშიც, სადაც ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
60 წელს მიტანებული კაცი წვრილმანებს ყიდდა ქუჩაში, - რაცხა, კაპიკები მრჩება და კი ვეღრიჭები ამ ხნის კაცი აქანა ამვლელ-ჩამვლელს... ანაკლია, განმუხური და ბათუმი ჰქონდათ ამოჩემებული. ისე გეიწუილებდნენ აქანე, გამარჯობასაც არავინ გადმოგვიგდებდა, მარააა ე, მეეწიათ ჩვენი უწყინარი (აქ აშკარად სხვა სიტყვა იყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე და მკითხველამდე მხოლოდ თარგმანის ვერსიამ მოაღწია) წყევლა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?