ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
გვესაუბრება ავერსის კლინიკის...
 
აგებულებისა და ფუნქციური...
 
01-02-2010
მკერდშენგრეული კოშკის კვალდაკვალ...
მკერდშენგრეული კოშკის კვალდაკვალ... ჩვენმა სატკივარმა ინგლისელი დააფიქრა!..

2009 წლის 7 სექტემბერს "კვირის პალიტრა" წერდა: "თუშეთში კულტურის ძეგლებს ნგრევა ემუქრება. ღვთის ანაბარა მიტოვებული კოშკები მოუვლელობის გამო იბზარება და მერე უცებ გადაეშვება ხოლმე უფსკრულში. ასეთ, წელში გაწყვეტილი ციხეების ნაშთებს, ბევრს წააწყდებით თუშეთში". მაშინ ძალზე საშურ საქმედ მივიჩნიეთ სოფელ დართლოს თავზე არწივივით წამომართული ულამაზესი სოფელ კვავლოს ერთადერთი კოშკის გადარჩენა...

...მიიტანეს თუ არა გულთან ამ კოშკის ტკივილი იმათ, ვისაც ამისთვის ხელფასს ვუხდით, თუ ფეხებზე დაიკიდეს კოშკი?!

მოუვლელობა, გულგრილობა და დრო ერთად ანადგურებს საუკუნეების წინათ შექმნილ ძვირფას მემკვიდრეობას - წვიმა, თოვლი და ყინვა აფუჭებს უპატრონოდ მიტოვებულ საუკუნოვან ნაგებობებს. კვავლოში შემორჩენილი კოშკი ვეღარ უძლებს ამდენ განსაცდელს. რამდენიმე თვის წინ ვწერდით და ახლაც ვიმეორებთ, თუ ციხე ჩაიქცა, სოფელი სამარეს დაემსგავსება, კოშკი კი უძველეს ისტორიას თან წაიღებს. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტ ნუგზარ იდოიძის თქმით, გმირ გიორგი თილიძის კოშკი, თუშეთის სხვა კოშკებივით, სამი-ოთხი საუკუნისა უნდა იყოს.  

კოშკზე ბზარი დიდი ხნის წინ გაჩენილა და ბუნებრივია, მისი დანგრევის საფრთხე გაიზარდა. ახლა მოსახლეობა (რომელსაც აქ მხოლოდ ზაფხულში ნახავთ) ლოცულობს, რომ კოშკმა როგორმე ზამთარს გაუძლოს და გაზაფხულზე ნესტისგან დაბერილი მკერდი კიდევ უფრო არ გაეხლიჩოს.

ორიოდე დღის წინ შევიტყვეთ, რომ კვავლოს კოშკის ამბავი მხოლოდ თუშებს როდი ადარდებთ. მის გადასარჩენად ზრუნავს ინგლისელი მეცენატი პიტერ ნესმიტიც, რომელიც კოშკის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად და განსახორციელებლად დონორს ეძებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი შონვაძის თქმით, პიტერს სწორედ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი წერილის გაცნობის შემდეგ გადაუწყვეტია კოშკზე ზრუნვა:

- პიტერს საქართველო რომ ძალიან უყვარს, მის გაცნობამდეც მსმენოდა, მაგრამ არ მეგონა, რომ თუ ასე დაწვრილებით იცნობდა ჩვენი ქვეყნის პრობლემებს. ჩვენი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა შედგა ლონდონში, საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი და დაცული ტერიტორიების სააგენტო წარადგენდა. ტურიზმის დეპარტამენტის პრესკონფერენციას, მასმედიის წარმომადგენლებისა და ტუროპერატორების გარდა, პიტერ ნესმიტიც ესწრებოდა. მას კვავლოს კოშკზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა, სტატია წაუკითხავს. ბატონი პიტერი ფიქრობს, რომ სასწრაფოდ დონორების მოზიდვაა საჭირო და მზად არის ამ პროცესში მონაწილეობისთვის. სარეაბილიტაციო პროექტზე უცხოელი დონორების მოძიება ჩვენც გვქონდა დაგეგმილი და პიტერ ნესმიტის თანადგომა დიდად დაგვეხმარება.

პიტერ ნესმიტი დაახლოებით 12 წელია საქართველოში საქმიანობს. საქართველოზე ორი წიგნიც კი აქვს გამოცემული: "საქართველო პოეზიის მთებში" და "ფეხით მოვლილი კავკასია". ის საქართველოს შესახებ კონსულტაციებსაც უწევს უცხოელ ტუროპერატორებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ უკვე გაკეთებულია თუშეთის რამდენიმე სოფლის სრული სარეაბილიტაციო პროექტი, რომელშიც კვავლოს კოშკიც შედის. რეაბილიტაცია გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, მაგრამ თუ მანამდე სახსრები არ იქნა მოძიებული, ეს პროცესი დაყოვნდება და ძეგლების ნგრევის საფრთხე გაიზრდება.

დასანანია, რომ ერთმანეთის ხელებში შემყურეთ წარსული თავზე გვენგრევა. ყველამ რომ მოვინდომოთ და წინაპრებისგან გადმოცემული სიმდიდრის გადარჩენაში დროულად და შეძლებისდაგვარად შევიტანოთ წვლილი, საეჭვოა საქმე იქამდე მივიდეს, რაც ახლა კვავლოს კოშკს სჭირს. იქნებ პიტერ ნესმიტის საქმემ მაინც წაგვაქეზოს.
მკითხველის კომენტარი (1)
nikoloz guruli
29 მარტი 2010 14:57
sadamde unda vitminot sakartvelosganadgureba .roca kvekana ibngreba .politikosebi voiazebit dadian daseirnoben .ar dzobia gaukmdesparlamenti da es fuli xalxs moxmardes .araa aucilebeli amdeni usakmuri xalxis shenaxva im erma itvirtos romelic gadashenebis gzazea misuli
გააკეთე კომენტარი
 
*
 
 

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 1 საათის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.