ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
15-02-2010
"რამდენჯერაც ამ ხიდს გადავივლით, დაგლოცავთ!"
"რამდენჯერაც ამ ხიდს გადავივლით, დაგლოცავთ!" "ახლა ვხვდები, რატომ ვერ ტოვებენ ამ სოფლის მკვიდრნი თავიანთ კერიას"


სვანეთის ხსენებაზე უნებლიეთ გახსენდება ზამთარ-ზაფხულ თოვლიანი მთები, პატარძალივით მორთული ბუნება და დაუვიწყარი სანახები. მართალია, სვანები უმშვენიერეს ადგილებში ცხოვრობენ, მაგრამ პრობლემაც ბევრი აქვთ. გული დაგეწვება მიტოვებული ნასახლარების ხილვისას, საიდანაც სევდისმომგვრელი სიჩუმე გეგებება.


ჩვენმა რესპონდენტმა როინ ჩაგუნავამ ექვსი თვე გაატარა სვანეთში და იქაურ შთაბეჭდილებებს დღემდე ვერ ივიწყებს:

- მესტიის რაიონის სოფელი ლუჰა რაიონული ცენტრიდან 35 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში შვიდი თუ რვა ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმცირის გამო სკოლაც არა აქვთ და იქაური ბავშვები სასწავლებლად მეზობელ სოფელ ფარში დადიან. ხიდს სოფლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - სათიბ-საძოვრები ენგურის მეორე ნაპირზეა, შეშაც იმ ნაპირიდან გადმოაქვთ, ხილიც და არსებობისათვის აუცილებელი ბევრი სხვა რამ. სამიოდე წლის წინ ძველი ხიდი ღვარცოფმა მოგლიჯა და წაიღო. სოფლელები მეორე ნაპირზე ვეღარ გადადიოდნენ და 10 კილომეტრის გავლა მაინც უხდებოდათ, რომ შემოვლითი გზით სათიბებამდე მისულიყვნენ.

ბატონი როინის თქმით, მან და მისმა მეგობრებმა ეს ხიდი საკუთარი მარჯვენით აღადგინეს:

- ულამაზესია სოფელი ლუჰა და ძალიან მიხარია, რომ ამ სოფლის მკვიდრთათვის სულ მცირე სიკეთის გაკეთება მაინც შევძელი.

- ბატონო როინ, ამბობთ, სოფელ ლუჰაში ხიდის აგება თითქმის შეუძლებელი იყოო...

- მიუვალი ადგილია და მძიმე ტექნიკის სოფლამდე მიყვანა შეუძლებელია. ჯერ გზა უნდა გაეყვანათ, რომ ტექნიკა იქამდე მისულიყო, რასაც დიდი დრო და სახსრები დასჭირდებოდა. მესტიის რაიონის გამგებელმა გამოყო თანხა ხიდის აღსადგენად, მაგრამ არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ არ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. ყველამ უარი თქვა. მერე გამოჩნდა მესტიის მკვიდრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კერძო სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობს.

მან გაგვაცნო, თუ რა სახის სამუშაო იყო ჩასატარებელი. მართალია, სამუშაო მართლაც რთული ჩანდა, მაგრამ დავთანხმდით და სვანეთისაკენ გავემართეთ. სულ ექვსნი ვიყავით. სოფელში, მიტოვებულ სახლში დავბინავდით და საქმეს შევუდექით. იქაურებიც მხარში გვედგნენ და 6 თვეში თითქმის შიშველი ხელებით ავაგეთ 36 მეტრი სიგრძის ხიდი. ამწეც კი არ გვქონია, ყველაფერს საკუთარი მარჯვენით ვაკეთებდით, სვანები გვაქებდნენ - შეუძლებელი შეძელით, რამდენჯერაც ამ ხიდს გადავივლით, იმდენჯერ დაგლოცავთო. ჩვენც ძალიან კმაყოფილნი ვიყავით, რომ ისედაც მკაცრ პირობებში მცხოვრებ ხალხს ოდნავ მაინც შევუმსუბუქეთ ყოფა.

ახლა ვხვდები, რატომ ვერ ტოვებენ ამ სოფლის მკვიდრნი თავიანთ კერიას: სოფელი ლუჰა ხომ ედემის ბაღია!
ხათუნა ჩიგოგიძე
koba
22 ივლისი 2010 13:55
ღმერთმა დალოცოს და ამრავლოს ასეთი ადამიანები.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge სანაპიროზე ამ ქალს თითქმის ყველა იცნობს და მეტსახელად "ბებოს მაზებს" ეძახიან. 68 წლის გუგული მიმინოშვილი მზეზე დამწვარ-დახრუკულ დამსვენებლებს თავისი მალამოებით ტკივილს უამებს.
KvirisPalitra.Ge "კვირის პალიტრის" #29-ში გამოქვეყნებულ სტატიას "შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.." საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომრავლებული უცხოენოვანი წარწერები საქართველოს ზღვისპირეთში, სადაც ჩვენი სახელმწიფო ენა უგულებელყოფილი იყო, მკითხველის განსჯის საგანი გახდა.
KvirisPalitra.Ge მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ, პატარებისათვის სურამის ჰაერი მისწრებააო, მით უმეტეს, თუ ბავშვს ფილტვების და სასუნთქი გზების პრობლემა აქვს. ან სხვისი თქმა რად მინდა, სკოლიდან დაგვითხოვდნენ თუ არა, დედა "გრანდიოზულ სამზადისს" იწყებდა სურამში დეიდასთან 3 თვით გასამგზავრებლად.
KvirisPalitra.Ge შემაწუხებელი სიცხისგან გასარიდებლად ორიოდე დღით მეგობრებთან ერთად მანგლისში წავედი. მეგონა, დავისვენებდი, მაგრამ საინტერესო ამბებისა და პროფესიული ცნობისმოყვარეობის გამო დასვენება არ მეღირსა.
KvirisPalitra.Ge ურეკი... აქ ღამის დისკოთეკებზე უცხოური მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდების მხიარულება ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა. რა ხანია, უცხოური მუსიკა სომხურმა ჰანგებმა შეცვალა.
KvirisPalitra.Ge "მე რა მამღერებს..." ანუ რამ დაგვაყრუა?!

20 წელი იქნება, რაც ვფიქრობ, რომ თბილისს იქით საქართველო არ არსებობს. საქართველო თბილისთან არის გაიგივებული და პირიქით, თბილისი - საქართველოსთან. რეგიონები მაშინ ახსენდებათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, როცა არჩევნები მოადგება კარს. პანკისის ხეობა კი თუ ლავროვმა ან პუტინმა არ გაგვახსენა...
KvirisPalitra.Ge სწორ გზაზე სანამ ვიყავით, რა გვიჭირდა, გარედან შემოსული ხვატისა და ტრანსპორტში კონდიციონერის არარსებობის მიუხედავად, მაინც ერქვა, რომ ვმგზავრობდით. მაჩხაანისა და მერე მირზაანისკენ მიმავალ გზას რომ დავადექით,  ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველანი დიდ კოლბაში ჩავყრილიყავით, რომელსაც გამეტებით ანჯღრევდა ვიღაცა.
KvirisPalitra.Ge 14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდება. ერთი წელიც და საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს პოეტის ამქვეყნად მოვლინებიდან საუკუნე-ნახევრის გასვლას.
KvirisPalitra.Ge ჩვენ, ქართველებს, ვინ იცის რამდენჯერ აგვიწევია ჭიქა და დაგვილოცია - იმ სიმღერას გაუმარჯოს, კოსმოსში რომ გაგზავნეს და იქ ქართველების ამბავი წაიღოო! ახლა, მთელი საქართველო ამ სიმღერასავით ალალბედზე ვართ გაშვებული, - როგორც ბოთლი ტალღებზე, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა იპოვოს, გახსნას, ჩვენი გასაჭირი გაიგოს და მოგვეშველოს.
KvirisPalitra.Ge დილაუთენია ავტომანქანაში ვჯდები და გეზს არხილოსკალოსა და ქვემო ქედისკენ ვიღებ. გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია, ძველისძველი და ძნელად სავალი. იქ გველოდება შრომისმოყვარე ხალხი, რომელიც არცთუ ისე განებივრებულია ჟურნალისტებისა თუ სხვა მომკითხავებისგან.