21 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. - კვირის პალიტრა

21 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა.

21 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა.

ეზოში მრავლად შეკრებილ სტუდენტებსა და თანამშრომლებს მიესალმა უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორი - ლელა ქელბაქიანი. მან მოკლედ ისაუბრა ქუთაისის უნივერსიტეტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

საზეიმო შეხვედრის მონაწილეებს სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ქუთაისის მერმა- ბატონმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავჯდომარემ-ბატონმა დავით დვალმა მიულოცეს.

როგორც ყოველთვის, წელსაც განსაკუთრებული შეხვედრა მოეწყო პირველკურსელთათვის: ყველა პირველკურსელს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები და მოსაწვევები საღამოს ღონისძიებაზე დასასწრებად.

უნივერსიტეტის შიდაგრანტის მფლობელებმა- ზვიად გიორგაძემ(100%),ნოდარ რობაქიძემ(50%) და კახა ოსაძემ(50%) ქუთაისის უნივერსიტეტის ჰიმნის ფონზე აღმართეს ქუთაისის უნივერსიტეტის დროშა.

ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა ადგილობრივი გრანტის ფლობელებს გრანტის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა, ხოლო სადაზღვევო კომპანია ,,არდის"" წარმომადგენლებმა სამივე გრანტირებულ სტუდენტი სადაზღვევო პაკეტით დაასაჩუქრეს.

საზეიმო შეხვედრაზე დასახელდა იმ გამორჩეული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ვინაობა, რომლებმაც უნივერსიტეტის სტიპენდიები დაიმსახურეს.

საღამოს 6 საათზე კი პირველკურსელებს მეტად მხიარული და საინტერესო ღონისძიება ელოდებათ: უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბისა და თეატრალური დასის წევრებმა მათთვის საინტერესო და ორიგინალური პროგრამა მოამზადეს.

®