აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სექტემბრის შემაჯამებელ დაიჯესტს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სექტემბრის შემაჯამებელ დაიჯესტს აქვეყნებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სექტემბრის შემაჯამებელ დაიჯესტს აქვეყნებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სექტემბრის თვის შემაჯამებელ დაიჯესტს აქვეყნებს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, 2015 წლის სექტემბერი მზიანი ამინდებითა და "ხავერდოვანი" საზღვაო სეზონით გამორჩეული თვე იყო აჭარისათვის. გახანგრძლივებულმა საზღვაო სეზონმა თუ საინტერესო საერთაშორისო ღონისძიებებმა რეგიონში უამრავი შიდა და უცხოელი ტურისტი მოიზიდა.

მათივე ინფორმაციით, აჭარის განთავსების ობიექტებში იანვარ-სექტემბერში ტურისტთა 3%-მდე ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო სექტემბრის თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც 11 792 უცხოელი ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 54%-ით მეტია გასული წელთან შედარებით.

სექტემბერი მნიშვნელოვანი თვე აღმოჩნდა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების სიმრავლით: ბათუმში ჩატარდა კლასიკური მუსიკისა და საავტორო კინოს ფესტივალი Biaff 2015, რეგიონმა წელს პირველად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატსა ბიატლსა და ტრიატლში, ასევე რეკლამის საერთაშორისო ფესტივალს ''Ad Black Sea''.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 5-6 სექტემბერს სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზება გაუწია ფესტივალ "განდაგანას", ხოლო ბერდვოჩინგის პოპულარიზაციის მიზნით 20-26 სექტემბერს უკვე მეოთხედ უმასპინძლა "ბათუმის ფრინველების საერთაშორისო ფესტივალს".

სექტემბრის თვეში ტურიზმისა დეპარტამენტმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმსა და სილეზიის (პოლონეთი) დელეგაციის წევრებთან შეხვედრებში. სილეზიის რეგიონთან თანამშრომლობის ფარგლებში დეპარტამენტი გეგმავს პოლონური გამოცდილების გაზიარებას სასტუმროების კლასიფიკაციასთან და გიდების ლიზენზირებასთან დაკავშირებით. დაგეგმილია ასევე პოლონელი ექსპერტების ვიზიტი აჭარაში და მათი მომსახურების სფეროს ასამაღლებელ ტრენინგებში ჩართულობა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლისათვის იგეგმება სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტის 1 მილიონი ლარით გაზრდა, რაც მომავალ წელს რეგიონის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო რეკლამას კიდევ უფრო მძლავრსა და ინტენსიურს გახდის.